გია ბარამიძე - გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული, რომ ამ ციხესთან ვიყოთ დღისითაც და ღამითაც, მუდმივად

რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა ღამე გაათენეს.  მათი თქმით, პროტესტი უწყვეტ რეჟიმში იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე არ მოხდება მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. 

"გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული, რომ ამ ციხესთან ვიყოთ დღისითაც და ღამითაც, მუდმივად. გვინდა, გავამხნევოთ მიხეილ სააკაშვილი და ფიზიკურად მასთან რაც შეიძლება, ახლოს ვიყოთ. ეს იყოს ერთ-ერთი ეპიცენტრი პროტესტისა, რომელიც მიმართულია რეჟიმის წინააღმდეგ და პირველ ყოვლისა,  ვითხოვთ ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, თანამდეროვე სახელმწიფოებრიობის დამფუძნებლის მიხეილ საკაშვილის გათავისუფლებას", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გია ბარამიძემ.

მორიგი აქცია სასჯელაღსრულების  #12 დაწესებულებასთან დღეს, 18:00 საათზე გაიმართება. დღეს აქცია გაიმართება ზუგდიდშიც.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები