მარიამ ტრდატიანი - 5-6 მამაკაცი მიჭერდა, მირტყამდა, მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მემუქრებოდნენ, თუ არ დაწყნარდები, მოგკლავთო

30 ოქტომბერს არჩევნების დღეს თბილისში,  ჩუღურეთის რაიონში, მე-10 და 36-ე უბნებთან მომხდარ ფაქტს პოლიცია იძიებს. 

დაზარალებული  ენმ-ის დამკვირვებელი 18 წლის მარიამ ტრდატიანია. მისი თქმით, მან დააფიქსირა ამომრჩევლები  ე.წ. ძველი ბიჭებთან ურთიერთობდნენ, რის შემდეგაც შედიოდნენ საარჩებო უბანზე.  

მან გადაიღო კადრები, რომელშიც ჩანდა, რომ რიგდებოდა ფული, თუმცა მას შემდეგ, რაც შენიშნეს, მას ტელეფონი წაართვეს, ვიდეოები წაუშალეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.   

"მანქანში ვიჯექი, ვცადე კადრის დაფიქსირება, რა დროსაც დაახლოებით 10 მამაკაცი გამოიქცა ჩემკენ, ტელეფონი წამართვეს, გადავედი მანქანიდან ვითხოვე დაბრუნება, რა დროსაც ერთმა მეორეს გადააწოდა ჩემი მობილური და უთხრა, გაიქეცი და ყველა კადრი წაშალეო. ამის შემდეგ 5-6 მამაკაცი მიჭერდა, მირტყამდა, მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მემუქრებოდნენ, თუ არ დაწყნარდები, მოგკლავთო" , - აცხადებს მარიამ ტრდატიანი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დღეს ადგილზე საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდება. დაზარალებულმა  დამნაშავე პირები უნდა  ამოიცნოოს. ოპოზიციის დანკვირვებელი დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ მას მომხდარის გამო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დასჭირდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები