თამარ გაბუნია - მნიშვნელოვანია ეკლესიის მხარდაჭერა, რაც სერიოზულ დახმარებას გაგვიწევდა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაში

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გართულებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრა. მან მოქალაქეებს არსებული რეგულაციების სათანადოდ დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა, ასევე ყურადღება გაამახვილა ვაქცინაციის აუცილებლობაზე.

საკითხებზე საუბრისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ პროცესებში ეკლესიის მხრიდან მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს.

"გამოსავალი ისევ და ისევ არის იმ რეგულაციების შესრულება, რომელიც დაწესებულია. თუმცა გარკვეული პროცესები, აქციები, რომლებიც მიმდინარეობს, მობილობის დიდი წყაროა და ეს რა თქმა უნდა, ბუსტერს ქმნის ვაქცინის გავრცელებისთვის. მაინც დავუბრუნდები სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერების აუცილებლობას. ჩვენს შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პრობლემა, რომელიც რეალურად, არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემა, ასევე შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ გადაიჭრას საზოგადოებრივი ძალისხმევის შედეგად.

ამდენად, მოწოდება არასამთავრობო სექტორის, მედიის, ისევ და ისევ საინფორმაციო კამპანია, მხარდაჭერა და პირადი მაგალითი აღმოჩნდა დადებითი და ყველაზე ძლიერმოქმედი ინსტრუმენტი. გარდა ამისა, ყველას გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია რელიგიური რწმენა და შეხედულებები ამ საკითხთან მიმართებით. არ შემიძლია, დღეს ამ თემას გვერდი ავუარო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის მხარდაჭერა. საქართველოს აქვს გამოცდილება, რომ ეკლესიის მხარდაჭერით ძალიან სერიოზული გარდატეხა მოხდა მაგალითად, ტუბერკულოზის მართვის პროგრამაში, როდესაც პირებს, ვისაც სჭირდებოდათ მხარდაჭერა, ხანგრძლივი მკურნალობა, წახალისება და რწმენა, ეკლესია დაეხმარა, რომ ეს რთული გზა გაევლოთ. ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ჩვენ სერიოზულ დახმარებას გაგვიწევდა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები