მამა ათინოგენე - აქედან დაიწყება სულ სხვა მოქმედებები, ცოცხლებს ვერ გაგვიყვანენ, მთელ საქართველოს მოვუხმობ

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის სალხინოს მამათა მონასტრის ტერიტორიაზე დილიდან ხმაურია.

პოლიციამ განკვეთილ ბერებს მონასტრის ტერიტორია იძულებით დაატოვებინა, ნაწილი მათგანი პოლიციაშია გადაყვანილი, თუმცა დანარჩენი ნაწილი მონასტრის მიმდებარედ იმყოფება და ტერიტორიის დატოვებაზე უარს აცხადებს. 

ბალდის მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი ათინოგენე საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

"აქედან დაიწყება სულ სხვა მოქმედებები, აქედან ცოცხლებს ვერ გაგვიყვანენ. მთელ საქართველოს მოვუხმობ. ვისაც სინდისი აქვს და თქვენს თავში დაფიქრებულხართ რა ხდება ამ ქვეყანაში", - აცხადებს ყოფილი არქიმანდრიტი ათინოგენე.

სალხინოს მამათა მონასტრის კელიებში განლაგებულნი არიან ჩოხოსნები, თავად მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი კი, წირვას ატარებს.

ადგილზე იმყოფებიან სასულიერი პირები და მრევლი. ტერიტორიას სამართალდამცველები იცავენ.

სალხინოს მამათა მონასტრის კელიებში განლაგებულნი არიან ჩოხოსნები, თავად მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი კი წირვას ატარებს.

ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო. ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავა საპატრიარქომ მღვდელმთავრობიდან გაათავისუფლა. 

ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მხარდამჭერები ეპარქიის ახალ მმართველს, მღვდელმთავარ სტეფანე კალაიჯიშვილს არ ემორჩილებიან და ითხოვენ, რომ საერთო კრებაზე იქნას განხილული პატრიარქის მისამართით პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ბრალდებების სინამდვილე. 

ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სასულიერო პირი მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხსა და სამონაზვნო აღთქმის დარღვევაში დაადანაშაულა და მიმდინარე წლის სექტემბერში ეკლესიიდან განკვეთა.

საპატრიარქომ ჭყონდიდის ეპარქიაში წერილი გაგზავნა, რომელშიც მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილი ბერებისგან საპატრიარქოს სამონასტრო კომპლექსის დატოვებას მოითხოვს. ვადა 4 ნოემბრამდე იყო. 