მალხაზ დოლიძე - არაა გამორიცხული, რომ პურის ფასი შეიცვლება, თუმცა არა დრამატულად

პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებით, ახალ წლამდე პური არ გაძვირდება, თუმცა მომავალი წლიდან ფასები შესაძლოა, მცირედით გაიზარდოს.

მისი თქმით, არსებულ სიტუაციაში ერთადერთი სწორი გამოსავალი ხორბლის ადგილობრივი წარმოების გაზრდაა.

"ტონა ხორბლის ფასი ბოლო ერთ კვირაში საერთაშორისო ბაზრებზე $320-დან $350-მდე გაიზარდა. იზრდება ყველა იმ კომპონენტის ფასიც, რაც პურის მისაღებადაა საჭირო. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ პურის ფასი შეიცვლება, თუმცა არა დრამატულად. შემიძლია ვთქვა, რომ უახლოეს მომავალში არ ვპროგნოზირებ პურის გაძვირებას", - განაცხადა დოლიძემ. 

მისივე თქმით, კომუნიკაცია სამთავრობო სტრუქტურებთან აქტიურად მიმდინარეობს და საჭიროების შემთხვევაში სექტორისთვის დახმარების რამდენიმე პაკეტი განიხილება.

"აქტიური კომუნიკაცია გვაქვს სამთავრობო სტრუქტურებთან მათ შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. მიდის მსჯელობა იმაზე როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ მასობრივი მოხმარების პურზე ფასების მატება. კონკრეტული მექანიზმი შემუშავებული არ არის, თუმცა მაგალითისთვის შესაძლოა, განხილული იქნას დამატებული ღირებულების გადასახადის მოხსნა. როგორც ეს მაგალითისთვის ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში მოქმედებს. ან კიდევ შეიძლება განვიხილოთ ენერგომატარებლებზე და იმ კომპონენტებზე გარკვეული შეღავათების დაწესება, რომელიც პურის წარმოების პროცესში მონაწილებს“, – განაცხადა დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები