სახალხო დამცველის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი მანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს

სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიხეილ ღოღაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ პროტესტის ნიშნად მანქანიდან არ გადმოდიოდა და ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს გარეგნულად დაზიანებები არ აღენიშნება.

"ფიზიკური დაზიანებები მე ვერ შევნიშნე ამ ეტაპზე, თუმცა წარმოება მიმდინარეობს, ინფორმაციები გამოთხოვილია. მას არ უნდოდა გადმოსვლა ნომერ მე-18 დაწესებულებაში და ის გადმოიყვანეს მანქანიდან ძალის გამოყენებით", - აღნიშნა მან.

სახალხო დამცველის წარმომადგენლის განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტი პროტესტის ნიშნად მკურნალობაზე უარს ამბობს და შიმშილობას აგრძელებს. 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოს პალატაში მარტო, იზოლირებულად იმყოფება.

როგორც ღოღაძემ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, მესამე პრეზიდენტი გლდანში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები