იუსტიციის სამინისტროსთან ოპოზიციის აქცია იმართება

იუსტიციის სამინისტროსთან ოპოზიციის აქცია იმართება. აქციის მონაწილეები მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიიდან,  სადაც ღამე გაათენეს, იუსტიციის  სამინისტროსთან მსვლელობით მივიდნენ. სამინისტროს შენობა გარშემორტყმულია სამართალდამცველების ცოცხალი ძალით. 

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან შეხვედრას მოითხოვენ.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, აქციები არ დასრულდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო დაწესებულებაში არ გადიყვანენ. 

"არ გავჩერდებით, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ იქნება უსაფრთხო გარემოში გადაყვანილი.  სანამ მთავარი მიზანი არ იქნება მიღწეული და ეს რეჟიმი არ აღიარებს რომ მიტაცებული აქვთ სახელმწიფო აქვს, საპროტესტო მოძრაობა არ გაჩერდება", - განაცხადა ნიკა მელიამ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები