მურმან დუმბაძე - პოლიციელმა თქვა, ორივე ხელზე დაადეთ ხელბორკილი, მაგის მარჯვენის და მარცხენის გამო ვართ ამ დღეშიო

პოლიციელმა თქვა, ორივე ხელზე დაადეთ ხელბორკილი,  მაგის მარჯვენის და მარცხენის გამო ვართ ამ დღეშიო, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა  მურმან დუმბაძემ განაცხადა, რომელიც 9 ნოემბერს ოპოზიციის აქციაზე სხვა 45 აქტივისტებთან და პოლიტიკოსებთან ერთად დააკავეს. 

მისი თქმით, არათუ თვითონ, პოლიციელმაც კი არ იცის,  რატომ დააკავა. 

"პოლიციელმა იცის,  რატომ დამაკავეს ნეტა? არავინ არ იცის. მე ნამდვილად ვიცი ის, რომ არ ვიცი,  რატომ დამაკავეს. რამდენიმე საათი ვიყავით ავჭალაში, მერე ფიქრობდნენ, ეტყობა, ადგილები არ იყო და გადაგვიყვანეს საგარეჯოში. 2 ღამე გავატარეთ იქ და ახლა წამოგვიყვანეს სასამართლოზე. 
მანქანაში რომ ჩამსვეს, იქ იჯდა ერთი დაკავებული უკვე, ხელბორკილი იმას გაუკეთეს მარჯვენა ხელზე,  მე მარცხენა ხელზე.  წინ პოლიციელი იჯდა, უფროსი, მან  თქვა, ამას ხელბორკილი მოხსენით და მაგას ორივე ხელზე დაადე, მაგის მარჯვენა და მარცხენამ დედა გვიტირა, იმიტომ ვართ ამ დღეშიო",  - განაცხადა დუმბაძემ. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს  9 ნოემბერს დაკავებულების საქმე განიხილება. უმეტესობა მათგანი ადმინისტრაციული წესით 2 ათასი ლარით დააჯარიმეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები