ნათია თურნავა - თანაბრად განიხილება როგორც "ნამახვანის" გაგრძელება “ენკას” მიერ, ასევე მათი პროექტიდან გასვლა გარკვეული პირობებით

ამ ეტაპზე, თანაბრად განიხილება როგორც პროექტის გაგრძელება “ენკას” მიერ, ასევე მათ მიერ პროექტიდან გასვლა გარკვეული პირობებით, – ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, “ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის ორი შეხვედრა უკვე შედგა და შეხვედრები უახლოეს პერიოდშიც გაიმართება.

თურნავას განცხადებით, მათი ამოცანაა, კომპანიასთან შეთანხმება შედგეს არბიტრაჟის გარეშე.

“ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ორი შეხვედრა შედგა, სამუშაო ჯგუფები ერთმანეთს ხვდებოდნენ. ეს პროცესი გაგრძელდება. უახლოეს პერიოდში კიდევ იქნება შეხვედრები. ჩვენი ამოცანაა, ამ კომპანიასთან ჩვენი შეთანხმება შედგეს ამა თუ იმ ფორმით, არბიტრაჟის გარეშე. ვხედავთ, რომ შემხვედრი სურვილიც სახეზეა. ამ ეტაპზე, თანაბრად განიხილება როგორც პროექტის გაგრძელება მათ მიერ, ასევე მათ მიერ პროექტიდან გასვლა გარკვეული პირობებით. ორივე შემთხვევაში, ეს უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკისა და ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება. ამაზე იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ“, – განაცხადა თურნავამ.

“ნამახვანჰესის” ინვესტორმა კომპანია „ენკამ“ ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობას ოფიციალურად დაახლოებით ორი თვის წინ აცნობა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები