პარლამენტის ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგზე იმსჯელა

პარლამენტის ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგზე იმსჯელა.

პლენარულ სხდომებზე პარლამენტი განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ; ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პროკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონში ცვლილების შესახებ; იარაღის შესახებ კანონში ცვლილების თაობაზე; მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ; ვაზისა და ღვინის კანონში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტებს.

პლენარულ სხდომაზე დეპუტატები, ასევე, განიხილავენ დადგენილების პროექტს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. სხდომაზე იმსჯელებენ ქვეყნის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტზე.

მიმდინარე კვირაში, დაგეგმილია მინისტრების მოსმენაც. პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ  სექტემბერ-ოქტომბერში მინისტრების მოსმენა ვერ მოხერხდა, მიმდინარე კვირაში პარლამენტი ორ მინისტრს მოუსმენს - ხუთშაბათს და პარასკევს მინისტრის საათის ფორმატში წარდგებიან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. 

ბიურომ იმსჯელა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით, თითოეულზე  განისაზღვრა წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები. განიხილეს საორგანიზაციო საკითხებიც.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები