ბათუმში, დაზიანებულ კორპუსში მცხოვრებ 72 ოჯახს დღესვე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანენ

ბათუმში, რურუას N1ა-ში მცხოვრებ 72-ივე ოჯახს, რომლებმაც დღეს კორპუსი ერთ-ერთი კედლის ჩამონგრევის გამო დატოვეს და შენობას უსაფრთხოდ აღარ მიიჩნევენ, ბათუმის მერია დღესვე უსაფრთხო, ალტერნატიულ ფართებში გადაიყვანს.

მერიის მუნიციპალური სერვისების სამსახურის ხელმძღვანელის ჯაბა ბერიძის განცხადებით, მცხოვრებლებს სასტუმროში, შემდეგ კი, საჭიროების შემთხვევაში, ქირით გადაიყვანენ, პარალელურად კი შენობის მდგრადობას სამხარაულის ექსპერტიზა შეისწავლის.

ამ დროისთვის 5-სართულიანი შენობა ცარიელია და კორპუსში მცხოვრები ოჯახები გარეთ იმყოფებიან. მერიის წარმომადგენლები მათთან შეთანხმებას ცდილობენ.

ბათუმში, რურუას ქუჩაზე მდებარე კორპუსის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ შენობის ჩამონგრევის საფრთხე არსებობს. მათივე ცნობით, დღეს პირველ სართულზე მაცხოვრებელმა ერთ-ერთმა მოქალაქემ შენიშნა, რომ ჭერიდან ქვები ჩამოცვივდა, ასევე ნაწილობრივ ჩამოინგრა ერთ-ერთი მზიდი კედელი.