ხათუნა სამნიძე - ქვეყანაში რაც ხდება, არის პირველ რიგში ხელისუფლების პასუხისმგებლობა

''ქვეყანაში რაც ხდება, კრიზისი, ერთმანეთს რომ აღარ ვუსმენთ, დიალოგი რომ საერთოდ არ წარმოუდგენია არავის ეს არის პირველ რიგში ხელისუფლების პასუხისმგებლობა", - ამის შესახებ  ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა ხათუნა სამნიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ხათუნა სამნიძემ  დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის შვილის, ედუარდ სააკაშვილის ვიდეომიმართვა მოასმენინა, რომელიც ოჯახის სახელით ხელისუფლებას სთხოვს, სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებულ კრიზისზე პასუხისმგებლობა ეკისრება არა ოპოზიციას, არამედ ხელისუფლებას.

"თითოეულ ადამიანს, ჯგუფს, პოლიტიკურ პარტიას პოლიტიკოსებს აქვთ საკუთარი ბრძოლა. ჩვენი პრობლემა  გახდა არა მხოლოდ ის, რომ ადამიანები ერთმანეთს აღარ ვუსმენთ, არამედ ის, რომ საკუთარ ბრძოლას ადამიანები პატივსაც აღარ ვცემთ.  არიან ამ ბრძოლის ველზე ადამიანები, ვინც ქუჩაში ხედავს გამოსავალს, არიან ვინც შიმშილობაში ხედავს გამოსავალს, ისინი ვინც დარბაზში ბრძოლაში ვხედავთ გამოსავალს.  სანამ თითოეული ჩვენგანი არ დააფასებს და პატივს არ სცემს ერთმანეთის ბრძოლას, მანამ ექნება ყოველთვის შესაძლებლობა ამ ხელისუფლებას გამოაჩინოს ისე თითქოს მხოლოდ მათ მხარეს არის ჭეშმარიტება. დღეს რაც ხდება პარლამენტში, რაზეც ვლაპარაკობთ, ის რომ აქეთა მხარე ცარიელია ძალიან უნდა ხელისუფლებას რომ ეს იყოს ოპოზიციის პასუხისმგებლობა, მაგრამ  ქვეყანაში რაც ხდება, კრიზისი, ერთმანეთს რომ აღარ ვუსმენთ, დიალოგი რომ საერთოდ არ წარმოუდგენია არავის ეს არის პირველ რიგში ხელისუფლების პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები