ნიკა მელია - პარასკევს, 15:00 საათზე გელოდებით სამ ლოკაციაზე

პარასკევს ოპოზიცია თბილისში მასშტაბურ მსვლელობას გამართავს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, პარასკევს მსვლელობა სამი სხვადასხვა ადგილიდან დაიწყება. 

"რუსული ტიპის ავტოკრატიამ საქართველოში ფესვები ვერ უნდა გაიდგას, ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ პროტესტს. მივიღეთ გადაწყვეტილება,  პარასკევს, 15:00 საათზე გელოდებით სამ ლოკაციაზე, მეტრო ავლაბართან, სადაც შეიკრიბება "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერთა დიდი ჯგუფი და იქ ვიქნებით ჩვენ, მეტროსადგურ "ვაგზლის მოედანთან", სადაც მსვლელობას სათავეში ჩაუდგება "ლელო".  

მესამე ლოკაცია - "მეტროსადგურ უნივერსიტეტთან",  ვაჟა ფშაველას გამზირის ბოლოში, სადაც მსვლელობას  სათავეში ჩაუდგება "გირჩი-მეტი თავისუფლებისათვის" და "დროას" ლიდერები. ვისთვისაც სულერთი არაა, ვიცხოვრებთ ჩვენ იმ სახელმწიფოში, სადაც აღარც მართლმსაჯულება იქნება და აღარც მომკითხავი, რატომ გიჭერენ, გელოდებით პარასკევს", - განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები