იოსებ არჩვაძე - ბოლო ათი წელია, პროგრესის მიხედვით, საქართველო მსოფლიო ქვეყნების საუკეთესო ათეულშია ინფრასტრუქტურისა და ბაზარზე წვდომის გაუმჯობესებით

ბრიტანეთის წამყვანი ანალიტიკური ცენტრის Legatum Institute-ს მიერ 2021 წელზე განხორციელებული მსოფლიო ქვეყნების კეთილდღეობის ინდექსის მიხედვით, საქართველომ 62.3 ქულით 167 სახელმწიფოს შორის 53-ე ადგილი დაიკავა, გაიუმჯობესა რა პოზიცია წინა, 2020 წელთან შედარებით 2 ადგილით და 2011 წელთან შედარებით - 8 ადგილით. ეკონომიკის ექსპერტის იოსებ არჩვაძის შეფასებით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბალტიის ქვეყნების გარდა, ლიდერის პოზიცია უკავია, მისი უშუალო მეზობლები, მათ შორის თურქეთიც კი, გაცილებით უკან იმყოფებიან (სომხეთი - 55-ე ადგილი, რუსეთი - 70-ე, აზერბაიჯანი - 86-ე და თურქეთი 93-ე ადგილი). ხსენებულ რეიტინგ-ლისტის მიხედვით, საქართველოს უშუალო მეზობლები არიან სერბეთი (52-ე ადგილი) და ჩინეთი (54-ე ადგილი). ამასთან, საქართველოს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რომელთა შორის ევროკავშირის 11 სახელმწიფოა, 14-ე ადგილი უკავია.

„ბოლო ათი წლის მანძილზე პროგრესის მიხედვით საქართველო მსოფლიო ქვეყნების საუკეთესო ათეულშია დასახელებული ინფრასტრუქტურისა და ბაზარზე წვდომის გაუმჯობესებით. განსაკუთრებით ხაზგასმულია საქართველოში მოსახლეობის ინტერნეტწვდომის მაჩვენებლის გაუმჯობესება, რომელიც 2011 წლის 20%-დან 2021 წლისთვის 70%-მდე გაიზარდა. აღნიშნულია აგრეთვე პროგრესი მმართველობისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მხრივ“, - წერს იოსებ არჩვაძე. 

მისი ინფორმაციით, საქართველო, რომელიც 2013 წლამდე ქვეყნებს შორის 60-ე ადგილზე მიღმა იმყოფებოდა, ბოლო წლებში გატარებული რეფორმებისა და მიღწეული შედეგების მიხედვით ქმნის მზარდ კუმულაციურ მუხტს აღნიშნული ინდიკატორით შემდგომი წინსვლისა და მსოფლიო ქვეყნებს შორის უფრო მოწინავე პოზიციის დასაკავებლად.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია Legatum Institute გლობალურ კეთილდღეობას ინფორმაციის 71 წყაროსა და მსოფლიოს ასზე მეტი კომპეტენტური პირის, ექსპერტის მიერ აფასებს 12 უმნიშვნელოვანესი აგრეგატის (დაცულობა და უსაფრთხოება, პერსონალური თავისუფლება, მმართველობა, სოციალური კაპიტალი, საინვესტიციო გარემო, სამეწარმეო კონდიცია, ბაზარზე წვდომა და ინფრასტრუქტურა, ეკონომიკის ხარისხი, საცხოვრებელი პირობები, ჯანმრთელობა, განათლება, ბუნებრივი გარემო (ეკოლოგია) მიხედვით.

მსგავსი სიახლეები