სანდრო მათეშვილი - გუშინვე პაციენტმა მიიღო ყველა დანიშნული მედიკამენტი და ლაბორატორიული მონაცემები გაუმჯობესდა

პაციენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება მე-18 სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, - ამის შესახებ მე-18 დაწესებულების ექიმმა თერაპევტმა სანდრო მათეშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, გუშინ პაციენტმა მიიღო ყველა დანიშნული მედიკამენტი.

"გუშინ დაწესებულებაში იმყოფებოდა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმების ჯგუფი. მათი თანდასწრებით მოხდა პაციენტის სამედიცინო ბარათის შესწავლა, ასევე წარმოდგენილი იყო უახლესი ლაბორატორიული მონაცემები. იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტი ბოლო სამი დღის განმავლობაში არ იღებდა მედიკამენტებს, ლაბორატორიული მონაცემებით იყო ცვლილებები. გუშინვე პაციენტმა მიიღო ყველა დანიშნული მედიკამენტი და შესაბამისად ლაბორატორიული მონაცემები გაუმჯობესდა, მათ შორის კალიუმის დონე, რომელიც მიუახლოვდა ნორმას. დღეისთვის პაციენტი აგრძელებს ყველა დანიშნული მედიკამენტის მიღებას. აქვე დავძენ, რომ ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა არის სტაბილური. სასიცოცხლო მონაცემები, როგორიც არის პულსი, წნევა, სატურაცია და სისხლში გლუკოზის დონე ნორმის ფარგლებშია. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური. ძირითადი სასიცოცხლო მონაცემები არის ნორმის ფარგლებში“, - განაცხადა სანდრო მათეშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები