ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად ინალ არძინბა დაინიშნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად ინალ არძინბა დაინიშნა, - შესაბამის ბრძანებას დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოაწერა ხელი.

ყოფილი "მინისტრის" დაურ კოვეს გათავისუფლების მიზეზად სხვა სამსახურში გადასვლა სახელდება. ის "თანამდებობას" 2016 წლის ოქტომბრიდან იკავებდა.

რაც შეეხება ინალ არძინბას, 31 წლის არძინბა სოხუმში დაიბადა. ის ოკუპირებული აფხაზეთის "პირველი პრეზიდენტის" ვლადისლავ არძინბას ნათესავია. მუშაობდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციაში, ასევე "დსთ-ს სახელმწიფოებთან, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან" სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტში. ასევე ხელმძღვანელობდა უკრაინასთან დაკავშირებულ დეპარტამენტს. 2018 წელს გახდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილის ქვეშ შექმნილი ახალგაზრდობის საქმეთა რელიგიათაშორისი საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე. 

გასული წლის იანვარში არძინბამ აფხაზეთში ახალი პარტიის შესაძლო შექმნის შესახებ განაცხადა, მოგვიანებით განაცხადა, რომ "აფხაზეთში პრეზიდენტობის გეგმა არ აქვს".

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები