მამუკა მდინარაძე - როგორც ჩანს, ექიმებში ობიექტურობის ხარისხი გაცილებით მეტია, გუშინ ისინი დაშვების დონეზე საუბრობდნენ და არ იმეორებდნენ იგივეს, რასაც გვარამია ამბობდა

როგორც ჩანს, ექიმებში ობიექტურობის ხარისხი გაცილებით მეტია,  გუშინ ისინი დაშვების დონეზე საუბრობდნენ და არ იმეორებდნენ იგივეს, რასაც ამბობდა გვარამია, რომ ახლა არ არის მძიმე მდგომარეობა, მაგრამ შესაძლებელია გართულდეს. რაც არ უნდა პოლიტიკურად მიკერძოებულები იყვნენ, მაინც ექიმები არიან და რაღაცეებს არ კადრულობენ - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ. 

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, შეიძლება გამოითქვას ვარაუდი, რომ  ეს ადამიანები შესაძლოა იყვნენ მიკერძოებულები და მათი ტენდენციურობა მხოლოდ ერთ რამეს დავაბრალოთ, რომ მათი უმრავლესობა ნაცმოძრაობის აქტიური მხარდამჭერია.

"შეგვიძლია გამოვთქვათ მხოლოდ ვარაუდი, რომ ეს ადამიანები შესაძლოა, იყვნენ მიკერძოებულები, მაგალითად იმიტომ, რომ ლომჯარიამ დამალა ორი ფაქტის შესახებ ის, რომ ვისაც გუშინ სოციალურ ქსელში მადლობას უხდიდა,  ის იყო როგორც მე ვიცი და შეიძლება ვცდები, გადაამოწმეთ, მისი მამიდაშვილი და ნაცმოძრაობის აქტიური მხარდამჭერი, თუ არ ვცდები გვარად ნაცვალაძე. ამ ადამიანის დახმარებით შეიკრიბა ასევე აქტიური მხარდამჭერები, ძირითადად უმრავლესობა იმ კონსილიუმისა, რომელიც მან შექმნა. შესაძლებელია ეს იყოს პოლიტიკური მიკერძოება, ძალიან სამწუხაროა, თუ ეს ასეა, მაგრამ ექიმებში ობიექტურობის ხარისხი გაცილებით მეტია როგორც ჩანს მაინც, ვიდრე სხვა პროფესიის ადამიანებში, იმიტომ, რომ გუშინ ასევე ვხედავდით, რომ კონკრეტულად ისინი არ იმეორებდნენ იგივეს, რასაც ამბობდა გვარამია, რომ ახლა არ არის მძიმე მდგომარეობა, მაგრამ შესაძლებელია  გართულდეს. დაშვების დონეზე საუბრობდნენ, იმიტომ, რომ მაინც ექიმები არიან და რაც არ უნდა პოლიტიკურად მიკერძოებულები იყვნენ, რაღაცეებს არ კადრულობენ განსხვავებით სხვებისგან, არ ვლაპარაკობ რომელიმე პროფესიაზე", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები