ბადრი ჯაფარიძე - როგორც კი მოხდება სააკაშვილის გადაყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, "ლელო" წყვეტს პოლიტიკურ ბოიკოტს

როგორც კი მოხდება სააკაშვილის გადაყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, "ლელო საქართველოსთვის" წყვეტს პოლიტიკურ ბოიკოტს, - ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ჯაფარიძე იმედს გამოთქვამს, რომ მესამე პრეზიდენტი დათანხმდება შეთავაზებას, ექიმების კონსილიუმი კი პროფესიონალურად შეაფასებს, რამდენად მზადაა სამხედრო ჰოსპიტალი მიხეილ სააკაშვილის მისაღებად და სამკურნალოდ.

"ეს გადაწყვეტილება შეიძლებოდა მიღებულიყო გაცილებით უფრო ადრე და თავიდან ავიცილებდით ზიანს, რომელიც მიადგა ადამიანების ჯანმრთელობას შიმშილობის გამო, ის ემოციური სტრესი, რომელიც მთელს ქვეყანაშია, ამას თავიდან ავირიდებდით, მაგრამ ქართულმა ოცნებამ  აჩვენა, რომ არ არის პასუხისმგებლიანი ძალა და გაწირა ადამიანების ჯანმრთელობა თავისი გაუგებარი პრინციპის დასაკმაყოფილებლად.

ელენე ხოშტარიას უკომპრომისო ბრძოლამ, პარლამენტის წევრების მასობრივმა შიმშილობამ, ადამიანების პროტესტმა ქუჩაში, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევამ, ყველაფერმა ერთად გამოიღო ეს შედეგი" - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს. მესამე პრეზიდენტის პასუხი ჯერჯერობით უცნობია. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები