ეკატერინე ტიკარაძე - გორის ჰოსპიტალი სრულად აღჭურვილია, MRI-ს აპარატი ტექნიკურად გამართულია

მან დადო პირობა, რომ შეწყვეტს შიმშილობას და შესაბამისად, ის კასკადი, რომელიც ჩვენ გვქონდა შიმშილობისგან მიღებული, ასევე შეწყდება ქვეყანაში, -  ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გორის ჰოსპიტალში განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა იგეგმება.  

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტს შესასამისი მკურნალობა აქამდეც უტარდებოდა და არ იყო საჭირო ის მღელვარება,  რასაც ქონდა ადგილი. 

"პაციენტს, როგორც რუსთავის, ასევე #18 დაწესებულებაში უტარდებოდა ყველა ის საჭირო ღონისძიება, რაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ესაჭიროებოდა და ნამდვილად არ იყო საჭირო ის მღელვარება, რომელიც საზოგადოებაში მუდმივად ისმოდა. 

ბოლო პერიოდში ჩვენ სახეზე მივიღეთ შიმშილობის ეპიდემია, რომელიც ნამდვილად იყო დაუშვებელი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობდით, ყველა მოშიმშილისთვის მიგვექცია მაქსიმალური ყურადღება, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუარესდა ჩვენი ბევრი დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა. და თქვენ იცით, რომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მესამე პრეზიდენტი გადმოყვანილი იყოს გორის ჰოსპიტალში, სადაც მას გაეწევა ყველა ის საჭირო დამატებითი ღონისძიებები, რომელიც ექიმების დანიშნულებიდან არის მიღებული, როგორც რეკომენდაცია. მან დადო პირობა, რომ ამ ნიშნით ის შეწყვეტს შიმშილობას და შესაბამისად, ის კასკადი, რომელიც ჩვენ გვქონდა შიმშილობისგან მიღებული, ასევე შეწყდება ქვეყანაში", - განაცხადა ეკა ტიკარაძემ. 

მისი თქმით, გორის ჰოსპიტალი სამედიცინო აპარატურით სრულად არის აღჭურვილი.

"გორის ჰოსპიტალი არის სრულად აღჭურვილი იმ მატერიალურ ტექნიკური ბაზით, რომელიც ესაჭიროება პაციენტს. გავრცელებული ინფორმაცია, რომ MRI-ს აპარატი გამოსულია მწყობრიდან არ შეესაბამება სიმართლეს. ის ტექნიკურად გამართულია, მიმდინარეობს პროგრამული აფდეითი და პაციენტს მიეწოდება ყველა  სერვისი შეუფერხებლად", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

მისივე თქმით, გორის ჰოსპიტალში მოწყობილია ცალკე პალატა, სადაც მიხეილ სააკაშვილს უმკურნალებენ და ჰოსპიტალი ღია იქნება სხვა მოქალაქეებისთვისაც, ვისაც მომსახურება დაჭირდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები