ნიკა მელია - სანამ მიტაცებული სახელმწიფო "ქართულ ოცნებას" ექნება, ბრძოლას არ შევაჩერებთ

მოდით, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ვაცადოთ ახლა გორის ჰოსპიტალში, სადაც ჩვენ ვთქვით და ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ არანაირ საპროტესტო აქციას არ გავმართავთ - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა. 

მან რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა და დაშლისაკენ მოუწოდა. 

"ჩვენ არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა ხელისუფლებას თქვას, რომ ხალხი ჯერ კიდევ ქუჩაშია, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას ჩვენ ვაპირებთ, მაგრამ კიდევ რაღაც სისულელე რომ არ მოროშონ, - უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით ჩვენ ვერ განვახორციელებთ მის ტრანსპორტირებასო, იმიტომ რომ ხალხი რუსთაველზე დგასო, ეს საბაბიც, რომ არ მივცეთ. როდესაც უკვე ვიცით დანამდვილებით, რომ მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, გადადის, როდესაც ვაიძულეთ ხელისუფლება ეს განცხადება გაეკეთებინა,  მოდით მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაც ვაცადოთ ახლა გორის ჰოსპიტალში, სადაც ჩვენ ვთქვით და ავიღეთ პასიუხისმგებლობა, რომ არანაირ საპროტესტო აქციას არ გავმართავთ, შევასრულებთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსთაველის გამზირი იქნება ცარიელი და სხვა ქალაქები. 

მთავარი თავგადასავალი გველოდება წინ - სანამ მიხეილ სააკაშვილი ამ უკანონო პატიმრობიდან არ იქნება დახსნილი, ბრძოლას არ შევაჩერებთ, სანამ მიტაცებული სახელმწიფო "ქართულ ოცნებას" ექნება, ბრძოლას არ შევაჩერებთ. ჩვენ მარტო არ ვართ, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები არიან ჩვენ გვერდით.

დიდი მადლობა ხალხო, ძალიან მიყვარხართ. დღეს ჩვენ საზეიმო არაფერი გვაქვს, მაგრამ გვიხარია, რომ ხალხი აღარ გვიკვდება შიმშილით", - განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები