გიგი უგულავა - ნელ-ნელა ალბათ, გავაცნობიერებთ, რომ საქართველოსთვის დიდ ისტორიულ პროცესში მივიღეთ მონაწილეობა

დილიდან თბილი, ცოტა ამაყი შეგრძნება დამყვება. ნელ-ნელა ალბათ, გავაცნობიერებთ, რომ საქართველოსთვის დიდ ისტორიულ პროცესში მივიღეთ მონაწილეობა, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს. 

მისივე თქმით, ამ სიამაყის მიზეზი კი ისაა, რომ უამრავმა ადამინმა მიიღო მონაწილეობა ადამიანის გადარჩენაში.   

"დილიდან  თბილი, ცოტა ამაყი შეგრძნება დამყვება. ნელ-ნელა ალბათ გავაცნობიერებთ, რომ საქართველოსთვის დიდ ისტორიულ პროცესში მივიღეთ მონაწილეობა. ეს არაა მიმდინარე პოლიტიკური, თუნდაც მძაფრი, პროცესი. ეს ისტორიაა, აი ისეთი ისტორიას მხოლოდ თარიღებით და მოვლენებით რომ აღწერენ, იქაც რომ მოხვდება. მაგრამ ამ დიდ ისტორიულობას ალბათ გვიან გავაცნობიერებთ. ამას დრო სჭირდება.

ეს უცნაური, აკვიატებული სითბოს განცდა კი ალბათ, არის ის, რომ ამდენმა ხალხმა მივიღეთ მონაწილეობა, ჩვენი პატარა წვლილი შევიტანეთ, კონკრეტული ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში. ილია ჭავჭავაძე რომ ამბობს, "ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე, აბა მე დღეს ვის რა ვარგე"- ეგ განცდაა. ესაა კათარზისი-სხვისთვის ღვაწლი, ხოლო შენ ჯილდოდ ეს დილით გაცნობიერებული უცნაური სითბოს განცდა გრჩება. ექიმები, ვინც ყოველდღიურად ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან, ამას ალბათ, ყოველ დილით გრძნობენ. ეს დიდი ამბავია", - წერს გიგი უგულავა. 

50-დღიანი შიმშილობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები