გიორგი რუხაძე - მიხეილ სააკაშვილმა "ქართულ ოცნებას" დაუმტკიცა, რომ დაუძლურებული უფრო ძლიერია, ვიდრე ყველანი ერთად ხელისუფლებაში

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 50-დღიანი შიმშილობის ეპოპეა და მასთან დაკავშირებული საერთო მღელვარება დასრულდა. რა დაგვანახა ამ 50-დღიანმა კრიზისმა? ხომ არ იყო ეს რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანა და რამდენად არის მნიშვნელოვანი ეს პროცესები რიგითი მოქალაქისათვის? როგორ იღებს  ხელისუფლება გადაწყვეტილებებს კრიტიკულ მომენტში და როგორ გაართვა თავი ურთულეს ამოცანას ოპოზიციამ? რა სახე აჩვენა საზოგადოებამ და რამდენად ქმედითი იყო საერთაშორისო პარტნიორების თანადგომა? - ამ საკითხებზე Front News-ს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, ევროპული კვლევების დირექტორი, ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში გიორგი რუხაძე ესუბრა.  

- პრობლემა რეალურად ისაა, რასაც საზოგადოება აღიქვამს პრობლემად, რადგან საზოგადოებამ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა პრობლემად აღიქვა, ეი.ი ეს არის პრობლემა. საერთოდ, როდესაც  ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და მისი გადარჩენისთვის ხელისუფლება არ იბრძვის, ეს თავისთავად პრობლემაა. მესამე პრეზიდენტს თუ ასე ექცევიან, მაშინ ჩვეულებრივ ადამიანს, რომ დაჭირდეთ, როგორ მოექცევიან.

ახლა მეორე საკითხი - ამ 50 დღის განმავლობაში ხელისუფლებას რეალურად ჰქონდა 2 არჩევანი. შეეძლო მოქცეულიყო ღირსეულად და სააკაშვილსაც მოქცეოდა ისე, რომ არავის სათქმელი არ დარჩენოდა არაფერი, შესაბამისად, დროულად გადაეყვანა საავადმყოფოში, მის მიმართ არ მომხდარიყო მისი ღირსების შემლახველი დამოკიდებულება, არ მოეტყუებინა, მოტყუებით არ გადაეყვანა გლდანის დაწესებულებაში, ღირსების შემლახველი კადრები არ გაევრცელებინა. მას ჰქონდა ეს არჩევანი, მაგრამ არ გააკეთა. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებაც სხვანაირად შეხედავდა ამ ყველაფერს და დასავლელი პარტნიორებიც, მაგრამ სამწუხაროდ, ხელისუფლებამ აირჩია დაპირისპირების გზა. ის უფლებრივად და მორალურად ცუდად შეეხო სააკაშვილს, შეეცადა ამ კადრების დემონსტრირებით გაეღიზიანებინა საზოგადოება, კონკრეტულად მისი მომხრეები პროვოკაციაზე წამოიყვანა აქციაზე მისული ადამიანები, რომ  მშვიდობიანი აქტი ძალადობრივ ძიძგილაობაში გადაეზარდა, თუმცა არ გამოუვიდა ეს ამბავი. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ის რეალობა,  რომ ხელისუფლებამ თავისი ნამდვილი სახე აჩვენა. - რომ  მისთვის ადამიანის სიცოცხლე ღირებულება არ არის. დღეს რომ გვიმტკიცებენ, რომ ჰუმანური ხელისუფლებაა, გვაჩვენა, რომ მისთვის ქვეყნის ინტერესებიც არ არის  პირველ რანგში და რომ მათი პირადი სიძულვილი თუ ბოღმა უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, რითაც ძალიან ბევრ ადამიანს, მათ შორის მათაც, ვისაც სააკაშვილის მიმართ დიდად სიმპათიები არ ჰქონდა და არც მისი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები არიან, დღეს ემპათია გაუჩნდათ ამ ადამიანის მიმართ. როდესაც ვინმეს უსამართლოდ ექცევიან და ჩაგრავენ, ადამიანის ბუნებრივი რეაქციაა, მისი დაცვის სურვილი გაუჩნდეს. შესაბამისად, ძალიან ბევრს გაუჩნდა მისი დაცვის სურვილი.  
დასავლეთის რეაქციამ ოდნავ დააგვიანა, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან მწვავე იყო და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ხელისუფლებამ უკან დაიხია, დარწმუნებული ვარ, რომ იყო დასავლეთიდან ზეწოლა. 

ამ მოვლენებმა დაგვანახა ასევე, რომ სულ რამდენიმე  დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსიტუტია დარჩენილი, ერთ-ერთი სახალხო დამცველის ინსტიტუტია. 

სახალხო დამცველმა მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან მუქარისა და ზეწოლისა, საკუთარი მოვალეობა პირნათლად შეასრულა და ამით აჩვენა ყველას, რომ რა მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობს დამოუკიდებელი ინსტიტუტები, რომელსაც ვერ აკონტროლებს ხელისუფლება.

ჩვენ რომ გვქონდეს ასეთი სასამართლო, სულ სხვა რეალობაში ვიცხოვრებდით, არც არჩევნების პრობლემა გვექნებოდა. როგორც კი რამე მოხდებოდა არჩევნებზე, სასამართლო გაარკვევდა მტყუან-მართალს და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი. სამწუხაროა, რომ ასე არაა, მხოლოდ კანტიკუნტადაა დარჩენილი ასეთი უწყებები, მათ შორის აღსანიშნავია სახელმწიფო ინსპექცია, რომელმაც დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება სააკაშვილისადმი არაადამიანური მოპყრობის შესახებ. ესეც დასაფასებელია.

აუცილებლად უნდა ითქვას ასევე ექიმების ძალიან პრინციპული და ღირსეული პოზიცია.  როდესაც შეურაცხყოფისა და მუქარანარევი განცხადებებისა, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, მათ აჩვენეს,  რომ ძალიან პრინციპულად და ღირსეულად უთხრეს ხელისუფლებას, რომ პროფესიული ღირსება და ადამიანზე ზრუნვა უფრო მაღალ ღირებულებაა, ვიდრე ხელისუფლებისადმი მორჩილება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღირსეული დამოკიდებულება ექიმთა საზოგადოებიდან გადაედება სხვა პროფესიებს, ეს იქნებიან იურისტები, მასწავლებლები, პოლიციელები თუ სხვა. ექიმებმა დაამტკიცეს, რომ მათ ღირსება აქვთ მაღალ დონეზე და პროფესიონალიზმი, რასაც ვერ დააკნინებს ხელისუფლება. 

- რას იტყვით ოპოზიციის შესახებ, როგორ გაართვა მან ამ რთულ ამოცანას თავი, ნიკა მელიას მისამართით გამოითქმებოდა პრეტენზიები, რომ ის აქციების იმიტაციას აკეთებდა და რეალურად, ქმედითი პროტესტი არ იყო?

- პოლიტიკურად ეს რაუნდი მიშამ და ოპოზიციამ მოიგო. მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც სიკვდილთან იყო ძალიან ახლოს  და დღესაც არის, დაუმტკიცა ივანიშვილსაც და მთელ სახელისუფლებო სისტემას, რომ დაუძლურებული სააკაშვილი უფრო ძლიერია, ვიდრე ყველანი ერთად ხელისუფლებაში. ვერ გატეხეს, ვერ მოერივნენ, ვერ შეაშინეს. გადაიყვანეს იმიტომ, რომ შემოაკვდებოდათ და მიხვდენ, რომ ეს იქნებოდა გაცილებით ცუდი. 

ის, რომ პროტესტი მშვიდობიანი დარჩა და ძალადობრივ შეხლა-შემოხლაში არ გადაიზარდა, ეს არის მნიშვნელოვანი.  მე ძალიან კარგად მესმის ნიკა მელიას მდგომარეობის სირთულის, ხალხი ითხოვდა,  რომ უფრო აქტიური ნაბიჯები გადაედგათ. ბუნებრივია, როდესაც ადამიანს კლავენ, გიჩნდება სურვილი, რომ როგორღაც მიეშველო და ასეთ დროს უბრალოდ დგომა,  ქუჩებში სიარული და დროშების ქნევა, გგონია, რომ არ არის საკმარისი, მაგრამ მეორე მხრივ, პოლიტიკოსები ხედავენ უფრო ხშირად იმას, რასაც ვერ ხედავენ აქციის მონაწილეები, ძალადობრივ პროცესებში რომ გადაზრდილიყო ეს აქციები, ვერც სააკაშვილს უშველიდნენ და  ხელისუფლებას ხელ-ფეხს გაუხსნიდნენ, რომ ძალის გამოყენებით დაეშალათ ისინი. შესაბამისად, ოპოზიციის  ქმედება,  რომ ნებისმიერ ფასად,  ძალადობამდე არ მისულიყო ეს პროტესტი, იყო აბსოლუტურად სწორი,  და მტკივნეული გადაწყვეტილებაც ამასთან.   -  მე მესმოდა აქციებზე ჩურჩული,  რომ მელია ვერ ბედავს, ხალხი დააღალატა, ეგ რა ლიდერია და ა შ. დარწმუნებული ვარ, მელიას უფრო მეტი ესმოდა მსგავსი პრეტენზიები, მიუხედავად ამისა, მასზე მან ზეგავლება ბვერ მოახდინა. მან როგორც პოლიტიკოსმა, იმოქმედა სწორად, რაც დასაფასებელია.

- საერთო შედეგში გასათვალისწინებელია, ალბათ, მოშიმშილეთა რაოდენობაც და მათი პროტესტის ხარისხი, არა?

- რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, რამ გამოიწვია ხელისუფლების უკან დახევა? ხელისუფლება კი ამბობს, უკან არ დამიხევია, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე ჩემთვის ყველაზე ძვირფასი იყოო, ასეთი განცხადებები გააკეთეს შემდეგ, მაგრამ თუ ასე იყო, ღმერთო ჩემო, მაშინ მესამე დღეს გადაეყვანათ, მთელი ერი ნერვიულობას გადავურჩებოდით. 

- ეს ხომ არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება აგვიანებდა, რომელიც სხვას უნდა მიეღო?

- შესაძლოა, ასეც არის, ის ბრძენი კაცი, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს, როგორც ჩანს, არ რეაგირებდა შესაბამისად და ამ გადაწყვეტილებას, ვერც ღარიბაშვილი მიიღებდა, ვერც ტიკარაძე და ვერ იუსტიციის მინისტრი, სახელი და გვარი აღარ მახსოვს. ხო, რატი ბრეგაძე.. ესეც შეიძლება მიზეზი ყოფილიყო, მაგრამ ხელისუფლებას სხვა გათვლა ჰქონდა აშკარად. საბოლოო ჯამში,  ისიც გამოჩნდა ხელისუფლების ამ ბოლო წამს გადადგმული ნაბიჯით, რომ თავიდანვე მართლა შიმშილობდა ის კაცი, კი არ იტყუებოდა. რაც შეეხება რამ იმოქმედა? - მასობრივი შიმშილობის აქტი ეფექტური აღმოჩნდა. ხელისუფლება მიეჩვია ქუჩის პროტესტს,  საჭირო იყო პროტესტის ახალი ფორმები, რომლის წინაშეც "აცრა" არ ექნებოდა ხელისუფლება. "გირჩის" აქციები იყო ასეთი. როდესაც ქვეყანაში ათეულობით ადამიანი შიმშილობს, ძნელია, ხელისუფლება ამბობდეს, რომ ყველაფერი კარგადაა. ამას უნდა დავუმატოთ ისიც, რომ საზოგადოებრივმა პროტესტმა, დასავლურმა წნეხმა იმუშავა და ხელისუფლებამ პაუზა აუღო.

პაუზა ჭირდება ოპოზიციასაც, მაგრამ მგონია, არ უნდა გაჩერდეს. მან უნდა გააგრძელოს პროტესტი, ბევრად უფრო ინტენსიური და მასობრივი.  პროტესტის სხვადასხვა ფორმები უნდა მოსინჯოს იმისათვის, რომ რომელიღაც მცდელობაზე კედელს გაანგრევენ.

- მიზანი? რისითვის უნდა იაქტიუროს ახლა ოპოზიციამ, რა გაქვთ მხედველობაში?

- სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენა არ არის ოპოზიციის საბოლოო ამოცანა. თვითონ სააკაშვილი არ ჩამოსულა საქართველოში, რომ ეშიმშილა და საბოლოოდ ჰოსპიტალში აღმოჩენილიყო, ეს ხომ არ იყო მისი მიზანი. როდესაც კრიზისია ქვეყანაში და ტემპერატურა იმატებს, გამოსავალი არის არჩევნები. ხელისუფლება როგორადაც უნდა გაჯიუტდეს, საბოლოოდ მაინც მოუწევს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა.  

ირინა მაკარიძე

Front News

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები