მეუფე სტეფანე - ეკლესიაში საპროტესტო აქცია არის ღვთის საწინააღმდეგო ბრძოლა, თუ რამის გამოხატვა უნდათ, ლოცვით და სიყვარულით გამოხატონ

ეკლესიაში საპროტესტო აქცია არის ღვთის საწინააღმდეგო ბრძოლა, აქ უნდა იყოს ლოცვა და მარხვა, – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა განაცხადა.

"გილოცავთ მთავარანგელოზობის დღესასწაულს, მრავალს დაესწარით სიკეთით, სიბრძნით სიმართლით. იმ ხალხსაც ვულოცავ და თქვენ თვითონ ხედავთ თითოეულ ნაბიჯზე ვლოცავ მათ, მართლა მთელი გულით ვულოცავ, მინდა, რომ შინაგანი სიმშვიდე ჰპოვონ და უფლის გზა დაინახონ, მივიდნენ უფალთან. ახლა რასაც ესენი აკეთებენ, არის უბრალოდ საპროტესტო აქცია. კი, შეიძლება, ვინმეს საპროტესტო აქცია მოსწონს, მაგრამ ეკლესიაში საპროტესტო აქცია არის ღვთის საწინააღმდეგო ბრძოლა, აქ უნდა იყოს ლოცვა და მარხვა. თუ მათ რამის გამოხატვა უნდათ, ლოცვით უნდა გამოხატონ, სიყვარულით გამოხატონ.

მე არავის ვებრძვი, მე მინდა მათი სიკეთე, მე მინდა მათი ოჯახების სიკეთე, მინდა, რომ ისინი ღვთის წინაშე ლოცვით დადგნენ და მიეცეთ ლოცვა-კურთხევა, რომ ნორმალურად იმსახურონ ეკლესიაში. არ მინდა მათი ცუდი და ღმერთმა და მათავარანგელოზებმა მისცენ მათ მადლი, რომ ეს გააკეთონ“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ მოსკე-წაჩხურუს მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ.

მეუფე სტეფანეს დღეს განკვეთილი სასულიერო პირები და მრევლის ნაწილი პროტესტით დახვდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები