დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენის გასაჯაროებაზე უარი სასამართლოში გაასაჩივრა

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენის გასაჯაროებაზე უარი სასამართლოში გაასაჩივრა.  

"2021 წლის 15 ოქტომბერს დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა განცხადებით და მოითხოვა მიხეილ სააკაშვილის მიმართ 2018 წლის 5 იანვარს გამოტანილი განაჩენის გადმოცემა, რომლის მოწოდებაზეც პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით გვეთქვა უარი. 

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული უარი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის იმ ნორმების ნორმატიული შინაარსი, რომლებიც გამორიცხავს ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას.  შესაბამისად, დღეისათვის არ არსებობს რაიმე ნორმა, რომელიც კრძალავს აღნიშნული გადაწყვეტილების სრული სახით გადმოცემას.  

ხელისუფლების უარი კიდევ უფრო აბსურდულია იმის ფონზე, როდესაც ხელისუფლება მომეტებული საჯარო ინტერესის მოტივით თავისი ინიციატივით ასაჯაროებს პატიმარ სააკაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს.  

მიგვაჩნია, რომ საქართველოს მოსახლეობას აქვს სრული უფლება იცოდეს თუ რისთვის იქნა მსჯავრდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი. შესაბამისად, იმედი გვაქვს სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელს და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ გამოტანილი განაჩენი გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი.  

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მართლმსაჯულების სისტემის პროფესიონალებისგან (ადვოკატები, ყოფილი მოსამართლეები, სამართლის ექსპერტები) შემდგარი ჯგუფია, რომლის მიზანია საქართველოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღება საზოგადოებასთან დიალოგის და ადვოკატირების გზით", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც უერთდებიან:  

1. იოსებ ბარათაშვილი (ადვოკატი) 

2. მაია ბაქრაძე (ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი).  

3. თამარ გეგელია (სამართლის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი) 

4. ირაკლი გაბრიჩიძე (ადვოკატი)  

5. ხათუნა გრიგალაშვილი (ადვოკატი). 

6. ლევან თორთლაძე (საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი)   

7. ირმა კაკიაშვილი (იურისტი)  

8. ირაკლი კორძახია (ადვოკატი)  

9. უჩა ნანუაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრი (ყოფილი სახალხო დამცველი,)  

10. ზაზა ხატიაშვილი (ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე) ადვოკატი 

11. ეკა ციმაკურიძე (იურისტი, დემოკრატიის ინდექსი).  

12. ბესიკ ლოლაძე (პროფესორი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე) 

13. თამარ ლალიაშვილი (პროფესორი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე) 

14. ბესიკ სისვაძე (ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი). 

15. ლია მუხაშავრია (ადამიანის უფლებების პრიორიტეტი).  

16. ნათია ქუთათელაძე (დამოუკიდებელი ექსპერტი,  ყოფილი მოსამართლე) 

17. ირაკლი შავაძე (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე)  

18. თეა ხამხაძე (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე).  

19.  თამაზ ჯალიაშვილი (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე) 

20.  კახა წიქარიშვილი (მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის ყოფილი წევრი).  

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები