ოთარ ანგურიძე - ბიზნესის სტიმულირების პროგრამებმა მისცა ბიძგი რეგიონებში მოსახლეობის ჩართულობას და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას

"ბოლო პერიოდის მაჩვენებლებით პრაქტიკულად ყველა მიმართულებით შეიმჩნევა გაუმჯობესება, რაც, ბუნებრივია, ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებშიც ვლინდება. თუმცა, სიღარიბის პრობლემა კვლავ ძალიან მწვავე და აქტუალური საკითხია ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ მათი რაოდენობის შემცირებაც რომ ფაქტია, ესეც აღსანიშნავია. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მთავრობის მიერ განხორციელებულმა სოფლის განვითარების ხელშეწყობის პროგრამებმა და „აწარმოე საქართველოში“ ქუდის ქვეშ არსებულმა პროექტებმა, რომლებმაც მისცა ბიძგი რეგიონებში მოსახლეობის ჩართულობას და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, რამაც დიდი გავლენა იქონია ქვეყნის ინკლუზიურ განვითარების პროცესებზე“, - ასე ეხმაურება თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე პროფესორ ლადო პაპავას განცხადებას, რომლის თანახმადაც წინა წლებთან შედარებით მოსახლეობაზე შემოსავლების გადანაწილება უფრო თანაბრად ხდება. 

ამით ოთარ ანგურიძე იზიარებს იმ მკვლევარ - ეკონომისტების მოსაზრებებს, რომლებიც ეთანხმებიან მთავრობის ცალკეული წარმომადგენლების განცხადებებს ამის შესახებ და ერთ-ერთ არგუმენტად მოჰყავთ ე.წ. ჯინის კოეფიციენტი (სოციალური უთანასწორობის მაჩვენებელი) შემცირება, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით, მოსახლეობაზე უფრო თანაბრად ხდება შემოსავლების განაწილება.

მსგავსი სიახლეები