ირაკლი ღარიბაშვილი - ვიცით, რომ დღეს შავი ზღვის რეგიონში რუსეთს გაძლიერებული პოზიციები აქვს

ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ჩვენს რეგიონში,  შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით მუდმივ რეჟიმში გვაქვს მოსმენები უსაფრთხოების ვიწრო კაბინეტის ფორმატში და ვიცით, რომ დღეს შავი ზღვის რეგიონში რუსეთს გაძლიერებული პოზიციები აქვს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო აშშ-ის, ევრონავშირის და ნატოს ერთგული პარტნიორი და ერთ-ერთი გამოკვეთილი პარტნიორი ქვეყანაა რეგიონში.

“ოფიციალურად უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა ერთხელ მოხდა, თუმცა მე გეტყვით, რომ უსაფრთხოების საბჭოს კაბინეტთან მე მაქვს შეხვედრა კვირაში არაერთხელ და ყველა იმ საკითხს, რომელიც უკავშირდება უსაფრთხოებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარე საფრთხეებს, ამის თაობაზე მსჯელობები გვაქვს და მე ყოველდღიურ რეჟიმში ვისმენ ანგარიშებს და შესაბამისი დისკუსიები გვაქვს. ზოგადად, რეგიონში რომ შეიცვალა უსაფრთხოების სურათი და არსებული ვითარება, ამაზე ყველანი ვთანხმდებით, მათ შორის ყარაბაღის ომის შემდეგ. შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებიც საინტერესოა ყველასთვის, მათ შორის ჩვენი პარტნიორებისთვის. უნდა ითქვას ერთი რამ, რომ საქართველო რა თქმა უნდა, ჩვენი დასავლელი პარტნიორის, აშშ-ის, ევრონავშირის, ნატოს ერთგული პარტნიორია და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გამოკვეთილი პარტნიორი ქვეყანაა ამ რეგიონთან წვდომის თვალსაზრისით. საქართველო ერთ-ერთი მართლაც გამორჩეული ქვეყანაა და დასაყრდენი პარტნიორია იმ ქვეყნებისთვის და ორგანიზაციებისთვის, რომელიც მე ჩამოვთვალე. რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით იგივე რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ჩვენს რეგიონში, მათ შორის ყარაბაღის ომის შემდეგ ძალთა ბალანსის ცვლილებას და ზოგადად, პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებას ჩვენს რეგიონში. ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით. მუდმივ რეჟიმში გვაქვს მოსმენები უსაფრთხოების ვიწრო კაბინეტის ფორმატში და ვიცით, რომ შავი ზღვის რეგიონში დღეს რუსეთს გაძლიერებული პოზიციები აქვს. შეიძლება ითქვას, რომ გადახურული აქვს ეს რეგიონი. ეს კარგად გვაქვს გაცნობიერებული, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ჩვენ, მე ამას ყოველთვის ვახსენებ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ შესაძლოა ზოგიერთს რუსეთთან ურთიერთობა უქმნიდეს დისკომფორტს, მაგრამ ჩვენ გვიწევს თანაცხოვრება რუსულ ჯართან ერთად. ეს ხშირად ავიწყდებათ ჩვენს მეგობრებს, ამიტომ მე ყოველთვის ვახსენებ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ რუსულ ჯართან ერთად, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული, რუსეთი ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილის, ჩვენი სუვერენული ტერიტორიების, აფხაზეთის და ოსეთის  ოკუპაციას აგრძელებს და რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ბარიერია.  მეორეს მხრივ, რაც შეეხება უსაფრთხოების საბჭოს მუშაობას და ფუნქციონირებას, დაგეთანხმებით, რომ ალბათ, უფრო მეტად საჯარო შეიძლება გავხადოთ, მეტი ინფორმაცია შეიძლება გავრცელდეს უსაფრთხოების საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებით, მაგრამ გეტყვით, რომ ყველა ის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელზეც გარკვეული კითხვები ისმოდა, პრაქტიკულად დასრულებულია და მე ველოდები, ალბათ უნდა ვაღიაროთ, რომ არჩევნების დატვირთულმა დღის წესრიგმა გადაფარა ეს საკითხი და წლის ბოლოს ჩვენ ალბათ უკვე დავამტკიცებთ ყველა დოკუმენტს, რომელიც შემუშავებულია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები