გლდანის ციხეში პატიმარი, უკრაინის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

გლდანის ციხეში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს. 32 წლის პატიმრის, უკრაინის მოქალაქის იგორ გრეგენკოს ადვოკატის ჯაბა კოჭლამაზაშვილის განცხადებით, მას პატიმრის გარდაცვალების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეატყობინა. 

ადვოკატის თქმით, მოთხოვნის მიუხედავად, მას ციხეში არ უშვებენ. 

"მე ციხეში ვიყავი სხვა პატიმართან დაკავშირებით, ამ დროს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამიკავშირდა და მითხრა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გარდაიცვალა და მკითხა, ვინ გადაასვენებს მას პროზექტურიდან. მე ვითხოვე კატეგორიულად, რომ მოეცათ ჩემთვის ნება დავესწრო დათვალიერებას.  გამოვწერე ორდერი და ციხეში არ მიშვებენ, ამ ადამიანს მე ვყავარ მარტო ადვოკატი, სხვა არ ყავს", - აცხადებს კოჭლამაზიშვილი. 

მისივე თქმით, ბოლო საუბრისას პატიმარს აინტერესებდა,  შესაძლებელი იყო თუ არა სამარტოო საკანში გადასვლა. 

ამ დროისათვის უცნობია, რა გახდა 32 წლის პატიმრის, უკრაინის მოქალაქის იგორ გრეგენკოს გარდაცვალების მიზეზი. 

პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო.

უახლესი ამბები