ნიკოლოზ სამხარაძე - ნინო ლომჯარიას მოვუწოდებდი, უცხო სიტყვათა ლექსიკონში ჩაიხედოს და ნახოს, რას ნიშნავს ლეგიტიმაცია

მგონი, სახალხო დამცველმა სიტყვა ლეგიტიმაციის მნიშვნელობა არ იცის, რადგან ირაკლი კობახიძე არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე, რომელიც პარტიამ ყრილობაზე აირჩია და მას პარტიის ლეგიტიმაცია ნამდვილად აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძე არის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და აქაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის სრული წესებით არის არჩეული.

"ნინო ლომჯარიას მოვუწოდებდი, უცხო სიტყვათა ლექსიკონში ჩაიხედოს და ნახოს, რას ნიშნავს ლეგიტიმაცია“, - განაცხადა სამხარაძემ.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები