"დროა" "ქართული ოცნების" ოფისთან აქციას გამართავს

არ შეიძლება, ვინმეს ეპატიოს ადამიანის სიცოცხლის შეწირვა, ეს არის წითელი ხაზი და ამაზე ყოველთვის პასუხს გასცემს საქართველოს მოსახლეობა ხელისუფლებას - ამის შესახებ "დროას" წევრი შუშანა მაცაბერიძე აცხადებს.

"დროა" დღეს, 12:00 საათზე "ქართული ოცნების" ოფისთან აქციის გამართვას გეგმავს, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის გადადგომასა და ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ნუგზარ ფუტკარაძის მიმართ ზეწოლისა და მუქარის საქმის გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ. 

"მთავარი მოთხოვნაა,  რომ სწრაფად გამოიძიონ ის ტრაგედია, რაც ბათუმში დატრიალდა და პასუხისგებაში მიეცნენ ის პირები, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებენ.  მეორე მოთხოვნაა, რომ გადადგეს თორნიკე რიჟვაძე. 

ნორმალურ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, თორნიკე რიჟვაძე უკვე გადამდგარი იქნებოდა, მინიმუნ იმ დრომდე, ვიდრე ეს გამოძიება არ დამთავრდებოდა და კითხვებს პასუხი არ გაეცემოდა. თიორნიკე რიჟვაძე გამორჩეულია ბათუმში ჩადენილი დანაშაულობების მფარველობით, როგორც ის, ასევეა მამამისიც. მიუხედავად ამისა, ეს ადამიანი ბედავს კიდევ და გვემუქრება ჩვენ, რომ ბოდიშს მოგვახდევინებს, ყველას, ვინც მამამისზე რამეს ვამბობთ", - განაცხადა შუშანა მაცაბერიძემ.

"ქართული ოცნების" ოფისთან უკვე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები