საქართველოს მთავრობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას უერთდება

საქართველოს მთავრობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას უერთდება, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით აღინიშნება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა, როგორც ადამიანის უფლებების უხეში, დაფარული და ამავდროულად, ყველაზე გავრცელებული დარღვევა, მსოფლიოსთვის ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს.

ქალთა უფლებების დაცვა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, რაც აისახება სხვადასხვა სფეროში მიღწეულ პროგრესში.

პანდემიით გამოწვეული დაბრკოლებების მიუხედავად, სახელმწიფო განაგრძობს მუშაობას ძალადობის პრევენციის, აღმოფხვრის და მსხვერპლთა და დაზარალებულთა სათანადო რეაბილიტაციის მიმართულებით.

2021 წლის 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს კოორდინაციით სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის აქტიური თანამშრომლობით გაიმართება საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებები, რომელიც ემსახურება საზოგადოების სხვადასხვა წრეების ინფორმირებას მოქმედი სამართლებრივი მექანიზმებისა და სახელმწიფო სერვისების შესახებ.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, რომელსაც მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია უერთდება. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე”, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები