ანი წითლიძე - ჩვენი წინააღმდეგობა იქნება კანონის ფარგლებში, რომ ვერ დაამტკიცონ ეს ბიუჯეტი

გაუგებარია, როგორ უნდა აიღონ ვადაგასულმა საკრებულოებმა  პასუხისმგებლობა მომავალი წლის ბიუჯეტის შესრულებაზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ანი წითლიძე აცხადებს.  

მისი თქით, ბათუმის მსგავსად მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება იგეგმება დღეს ზუგდიდშიც. სხდომას ზუგდიდის საკრებულოში 11:00 საათზეა დანიშნული.  ოპოზიციის წარმომადგენლები აქაც ბიუჯეტის დამტკიცების ჩაშლას შეეცდებიან. 

ანი წითლიძის თქმით, ძველი საკრებულოების მიერ ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ხდება, რაც უსამართლობაა. 

"უსამართლობა, რადგან არ შეიძლება ვადაგასულმა საკრებულოებმა მიიღონ და დაამტკიცონ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი. გაუგებარია,  როგორ უნდა აიღონ მათ პასუხისმგებლობა ბიუჯეტის ან სამართლებრივ ან პოლიტიკურ შესრულებაზე. ამიტომ ჩვენი წინააღმდეგობა იქნება კანონის ფარგლებში, რომ ვერ დაამტკიცონ ეს ბიუჯეტი", - განაცხადა წითლიძემ.

მისივე განმარტებით,  ხელისუფლების შიში ახალი მოწვევის საკრებულოებში  უმრავლესობის არქონას უკავშირდება. ბიუჯეტის ორჯერ ჩავარდნის შემთხვევაში კი, მერის ხელახალი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები