ნიკა მელია - ეს არის მკვლელი რეჟიმი, რაც მეტ ასეთ სისულელეს გააკეთებენ, მით უფრო მალე დასრულდებიან

ეს არის მკვლელი რეჟიმი, რაც მეტ ასეთ სისულელეს გააკეთებენ, მით უფრო მალე დასრულდებიან - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბათუმში ვაგადასული საკრებულოს მიერ მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცების კომენტირებისას განაცხადა. 

მისი თქმით, რეჟიმმა თავი სახე კიდევ ერთხელ გამოაჩინა. 

"ხელისუფლება გვეუბნება, ვიღაცა გამარჯვებულ დეპუტატს 100 ათას სთავაზობდა, ჩვენ რა შუაში ვართო. ეს ხელისუფლება ყველაფერთან ერთად არის მკვლელი.  ეს  არის მკვლელი რეჟიმი, რომელსაც მორალური საყრდენი უკვე დიდი ხანია, გამოეცალა. პოლიტიკური საყრდენი, მას უკვე აღარ აქვს, გარდა ამ რეჟიმის მსახური ზონდერ პოლიციელებისა. მხოლოდ ძალისმიერ და პოლიციურ ძალებზე დგანან. როდემდე იქნებიან? ჩამოიფშვნებიან, ამაში დიდი როლს შეასრულებს ქართველი ხალხი.  არ იქნება არცერთი დღე მოსვენება ამ რეჟიმთან ბრძოლაში.  რაც უფრო მეტს ასეთ სისულელეს გააკეთებენ, მით უარესი მათთვის და მით უფრო სწრაფად დასრულდებიან.  მადლობა აქ მყოფ ყველა მეგობარს,  რომელმაც რეჟიმს კიდევ ერთხელ ჩამოხსნა ნიღაბი", - განაცხადა მელიამ. 

მისი თქმით, ბათუმისაკენ მომავალ გზაზე პოლიციამ ქობულეთში მათი მანქანა 40 წუთის განმავლობაში გაააჩერა. 

"ჩათვალეს ალბათ, რომ რაც უფრო გვიან ჩამოვიდოდით ბათუმში, მით უკეთესი იქნებოდა მათი გეგმების განხორციელებისათვის", - განაცხადა მელიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები