ვლადიმერ ზელენსკი - დეკემბრის დასაწყისში უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება მზადდება

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ დეკემბრის დასაწყისში უკრაინაში ბიზნესმენ რინატ ახმეტოვის მონაწილეობით სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება, - ამის შესახებ ზელენსკიმ 26 ნოემბერს პრეს-მარათონის დროს განაცხადა, რომლის ტრანსლირება პრეზიდენტის აპარატის ფეისბუქის გვერდზე ხორციელდებოდა.

"ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ 1-2 დეკემბერს ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდება.  არ ვილაპარაკებ და არ გავავრცელებ ინფორმაციას, რომლის გამჟღავნების უფლებაც არ მაქვს, გვაქვს არა მხოლოდ სადაზვერვო მონაცემები, არამედ აუდიო ინფორმაცია, რომელშიც უკრაინის წარმომადგენლები რუსეთის წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ რინატ ახმეტოვის მონაწილეობას სახელმწიფო გადატრიალებაში", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, სახელმწიფო გადატრიალების მიზანი პრეზიდენტის შეცვლაა.

ამასთან, ზელენსკის თქმით, ინფორმაციის განსახილველად ბიზნესმენი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიწვია და სჯერა, რომ ახმეტოვის მიზანი სახელმწიფო გადატრიალება არ არის.

"მე არ ვარ იანუკოვიჩი - არ ვაპირებ არსად გაქცევას. არც პოროშენკო ვარ. ვფიქრობ, რომ ეს დიდი შეცდომაა. არა რინატ ახმეტოვი ამზადებს გადატრიალებას, არამედ რუსეთის ფედერაციის ზოგიერთი წარმომადგენელი და რამდენიმე თანამებრძოლი უკრაინიდან, მსჯელობენ, რომ თითქოს საზოგადოება მზადაა და რინატ ახმეტოვი მზად არის შეუერთდეს სახელმწიფო გადატრიალებას, ამჟამინდელი პრეზიდენტის შეცვლის მიზნით. ვფიქრობ, ეს ინფორმაცია სპეციალურად არის გავრცელებული იმისთვის, რომ ახმეტოვი ჩაითრიონ ჩემს წინააღმდეგ, სახელმწიფოს წინააღმდეგ ომში. სახელმწიფო გადატრიალებების არ მჯერა", - განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები