რიინა კალიურანდი - ეს ძალიან რთული სამუშაოა, როდესაც სხვადასხვა მხრიდან ამხელა ზეწოლის ქვეშ ხარ

შიმშილობა ყველა ადამიანის უფლებაა, მაგრამ მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ მოშიმშილე ადამიანს ყველანაირი სახის სამედიცინო დახმარება გაუწიოს, - ამის შესახებ საქართველოში ესტონეთის ელჩმა რიინა კალიურანდმა განაცხადა.

ელჩის თქმით, ის სახალხო დამცველის დასკვნას ენდობა.

"სახალხო დამცველის პოზიცია ჩემთვის სარწმუნოა, რადგან მას ოფიციალური წვდომა აქვს ექსპრეზიდენტთან. რა თქმა უნდა, ეს კადრები, რომელიც მედიაში ვრცელდება, ძალიან შემაშფოთებელია. მსგავსი მოქცევა ღირსების შელახვაა არა მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის. რა თქმა უნდა, შიმშილობა ყველა ადამიანის უფლებაა, მაგრამ მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ მოშიმშილე ადამიანს ყველანაირი სახის სამედიცინო დახმარება გაუწიოს. ამ მხრივ ძალიან სასიამოვნოა, რომ პარასკევს მისი საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. 

ძალიან ვაფასებ იმ სამუშაოს, რომელიც სახალხო დამცველმა გასწია და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მის მუშაობას. ეს ძალიან რთული სამუშაოა, როდესაც სხვადასხვა მხრიდან ამხელა ზეწოლის ქვეშ ხარ", - განაცხადა რიინა კალიურანდმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები