სამოქალაქო აქტივისტები "ქართული ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქციას მართავენ

"ქართული ოცნების" ოფისთან სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო პასუხისმგებლობას მამა-შვილ რიჟვაძეებს აკისრებენ და დაკავებული თანამდებობებიდან მათ გადადგომას ითხოვენ. 

სამოქალაქო აქტივისტის თქმით, "ქართული ოცნება" ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ყველაფერზე მიდის. 

"ქართული ოცნება" ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით არაფერზე ამბობს უარს, ეს იქნება მოსყიდვა, შანტაჟი, თუ სუსის მეშვეობით ტოტალური მოსმებები. "ოცნება" ადამიანის  სიცოცლის გაწირვასაც არ ერიდება. ია კერზაიას და ნუგზარ ფუტკარაძის შემდეგ, შესაძლოა,  ნებისმიერის რიგი დადგეს. ამიტომ ჩვენ აქ მოვიტანეთ "ქართული ოცნების" ლოგოს მქონე სისხლიანი მაისური და ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით რუსული რუბლი, რომელიც ასევე არის სისხლის კვალით დასვრილი", - განაცხადა ნიკა ფარულავამ. 

შენობის მიმდებარედ პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა. აქტივისტებით თქმით, პოლიცია მათი დაკავებებისთვის ემზადება.

უახლესი ამბები