თამარ გაბუნია - ეს შტამი კიდევ ერთი მიზეზია, რომ ყველამ დროულად მიიღოს ვაქცინაციის გადაწყვეტილება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამის - "ომიკრონის“ გამოვლენის შემდეგ, აუცილებელია, ვაქცინაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდოს.

მისივე თქმით, ძალიან რთულია პროგნოზირება, რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს კორონავირუსის ახალი ვარიაციის ქვეყანაში გავრცელებამ.

"ჩვენთვის, ყველაზე ქმედითი რისკების შემცირებაზე მუშაობა და თავის დაცვა იქნება, რათა ახალი შტამი ქვეყანაში აქტიურად არ გავრცელდეს. ძალიან რთულია პროგნოზირება, რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს კორონავირუსის ახალი ვარიაციის ამ ქვეყანაში გავრცელებამ, რადგან ჩვენ უკვე ვნახეთ "დელტა“ შტამის დამანგრეველი შედეგები. ასე რომ, მომზადების ნაწილში, აქცენტი ვაქცინაციის პროგრამის რაც შეიძლება სწრაფად გაშლაზე უნდა გავაკეთოთ. ეს არის კიდევ ერთი, დამატებითი მიზეზი იმისთვის, რომ ყველამ დროულად მიიღოს ვაქცინაციის გადაწყვეტილება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. 

"ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, 29 ნოემბრიდან აშშ სამხრეთ აფრიკიდან და აფრიკის შვიდი სხვა ქვეყნიდან ავიამიმოსვლას შეაჩერებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები