სამხრეთ აფრიკიდან ნიდერლანდებში ჩაფრენილ 61 მგზავრს კოვიდი დაუდგინდა

ნიდერლანდებში სამხრეთ აფრიკიდან ჩაფრენილ 2 რეისის 61 მგზავრს კორონავირუსი აღმოაჩნდა, -  ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ყველა მათგანი აეროპორტთან მდებარე სასტუმროში იზოლაციაშია მოთავსებული.

სულ აეროპორტში, დაახლოებით, 600 მგზავრი შეამოწმეს კორონავირუსზე. 

ამჟამად ჰოლანდიელი სპეციალისტები ამოწმებენ, ინფიცირებულთაგან რომელიმე ხომ არ არის დაავადებული „ომიკრონით“ - ახალი შტამით, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ახლახან აღმოაჩინეს. 

მგზავრებს, რომელთა ტესტმაც ნეგატიური პასუხი აჩვენა, სთხოვეს, 5 დღით სახლებში  თვითიზოლაციაში გადავიდნენ და კვლავ ჩაიტარონ კორონავირუსზე კვლევა. 

ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში საჰაერო მიმოსვლა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან უამრავმა ქვეყანამ შეზღუდა.

უახლესი ამბები