გიორგი ჩალაძე - მიხეილ სააკაშვილის ფანჯარასთან დგას მანქანა, რომელიც ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს, რაც იწვევს ფსიქიკურ აშლილობას და სიკვდილსაც კი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი ჩალაძის განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალთან, მიხეილ სააკაშვილის ფანჯრებთან დგას მანქანა, რომელიც ელექტრომაგნიტურ ტალღებს ასხივებს. 

მისივე თქმით, ეს გამოსხივება იწვევს ფსიქიკურ აშლილობას, ჯანმრთელობის პრობლემებს და სიკვდილსაც კი.

"ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ფანჯარასთან აყენია მანქანა, რომელიც ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს. ჩვენი მთავრობისთვის გასაგებ ენაზე, რუსულად ე.წ სისტემა "კუპოლი", ანუ გუმბათი. მისი გამოსხივება მინიმუმ 100 მეტრის რადიუსით სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის ყველა გარშემო მყოფს. იწვევს სისხლის გათეთრებიდან დაწყებული ფსიქოლოგიური აშლილობით დამთავრებული. 

ჩვენი კადრებით, ერთ კილომეტრზეა დაფიქსირებული ეს გამოსხივება. ეს იწვევს ადამიანის ფსიქიკურ აშლილობას, ჯანმრთელობის მოსპობას და სიკვდილს. ამას შეუძლია მოკლას ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ამას შეუძლია მოკლას ყველა, ვინც ამ ფანჯრებთან, ამ მანქანასთან 100 მეტრის რადიუსში იმყოფება", - განაცხადა ჩალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები