გია ხუროშვილი - უნდა შეიწყალოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი! თქვენ უნდა გადაარჩინოთ დემოკრატია საქართველოში

მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ყოფილი საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართავს.

"ღია წერილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს! 

ქალბატონო სალომე,

დიდი ხანია, ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ, იყო დრო როცა ვმეგობრობდით კიდევაც. ჩემი პრინციპია, რომ ყოფილი მეგობარი არ არსებობს. სააკაშვილის მთავრობაში ჩვენი ერთდროულად მუშაობის დროს, ყველაზე კრიტიკულ მომენტებშიც კი ვცდილობდი თქვენს გვერდით ვყოფილიყავი (არ დავკონკრეტდები როდის, იმედი მაქვს ამას თქვენ თვითონ მიხვდებით რას ვგულისხმობ). 

2014 წელს ივანიშვილის მთავრობამ მე მაიძულა საქართველოდან წავსულიყავი. ამერიკაში რომ ჩამოვედი ხშირად ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს, ვუზიარებდით ერთმანეთს ჩვენს მოსაზრებებს გარკვეულ საკითხებზე და ვაგრძელებდით მეგობრობას, ამჯერად უკვე სოციალურ ქსელში. 
2018 წლიდან ჩვენი მეგობრობა შეწყდა და ჩვენი გზებიც გაიყო. არა იმიტომ, რომ ჩემი თქვენდამი პიროვნული დამოკიდებულება შეიცვალა, არამედ იმიტომ რომ ჩემთვის წარმოუდგენელი იყო თქვენი ბიძინა ივანიშვილის გუნდში დანახვა. 

თავდაპირველად გავბრაზდი. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს კი შემეცოდეთ. რატომ? რატომ და იმიტომ, რომ  ბიძინა ივანიშვილმა თქვენ საშინლად დაგამცირათ, როცა საარჩევნო ბილბორდზე ივანიშვილმა თავისი სურათი ჩამოკიდა და გვერდით სალომე ზურაბიშვილის მიაწერა. ივანიშვილმა, თქვენ გაჩვენათ, რომ დაივიწყე შენი ევროპული წარსული, რითიც ამაყობ, ჩემს გარეშე თქვენ არაფერი არ ხარ და უსიტყვოდ უნდა დამემორჩილოო. 

პრეზიდენტი რომ გახდით, მაშინაც მეგონა, რომ თქვენ აჯობებდით რუსეთში აღზევებულ ოლიგარქს, რაშიც თქვენი ევროპელობა და შინაგანი თავისუფლება დაგეხმარებოდათ, მაგრამ ბევრჯერ იმედი გამიცრუეთ. ყველაზე უფრო ცუდად დამამახსოვრდა თქვენი გამოსვლა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულეთ. დიდ ხანს კომენტარი არ გამიკეთებია. ჩემს თავს ვაჯერებდი, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებული თქვენი განცხადებები არ ასახავდა თქვენს შინაგან განწყობას და ეს ლინგვისტური პრობლემით იყო განპირობებული. მე უკვე 7 წელია, ემიგრანტი ვარ და კარგად ვხედავ თუ რაოდენ დიდი პრობლემაა მშობლიური ენის შენარჩუნება ემიგრანტების შვილებისათვის. 

თქვენ იცით, რომ "ქართული ოცნების“ ლიდერების მიმართ მწვავე კრიტიკა არასდროს არ დამიშურებია, მაგრამ პირადად თქვენ არ მემეტებით იმ ზღვარგადასული ლანძღვის კორიანტელისათვის, რაც სოციალურ ქსელში ხდება. განსაკუთრებით არ ვეთანხმები, როდესაც პიროვნულ შეურაცხყოფას გაყენებენ და უხეშად ეხებიან თქვენს ოჯახურ წარსულს. მე მიმაჩნია, რომ ივანიშვილის რეჟიმმა თქვენც თავის მსხვერპლად გადაგაქციათ, როდესაც "ბოტების“ და „ტროლების“ ფაბრიკა შექმნა ოპოზიციის წევრების დისკრედიტაციისათვის. გამწარებული და ცილისწამებით შეურაცხყოფილი ხალხი კი იგივე მეთოდებით გებრძვით, რა მეთოდებითაც თქვენი რეჟიმი ფსიქოლოგიურად ანადგურებს ადამიანებს. 

მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ არ მოგწონთ საჯარო სამსახურის დაკომპლექტების წესი, რომელიც შორსაა ევროპული სტანდარტებისაგან. საჯარო სამსახურში ადამიანების დასაქმება ხდება არა ცოდნისა და დამსახურების, არამედ მმართველი პარტიისადმი კეთილგანწყობის და უსიტყვო მორჩილების მიხედვით. 

ივანიშვილის რეჟიმის შედეგია დამონებული საჯარო მოხელეები, რომლისთვისაც არასდროს არაფერი არ შეიცვლება მონათმფლობელის გარდა. 

ქალბატონო სალომე, 

დიქტატორები ანადგურებენ ყველას, ვინც მათ აღარ სჭირდებათ. ძალიან მალე დადგება დრო და ივანიშვილი თქვენც მოგადგებათ და მარტოდ დარჩენილს ძალიან გაგიჭირდებათ. თქვენ არც მხარდამჭერების მილიონიანი არმია გეყოლებათ და მერწმუნეთ, თქვენი თანამშრომლებიც კი ვერ გაბედავენ იმის თქმას, რასაც მე თქვენ დღეს გეუბნებით. 

თქვენ დღეს გაქვთ ისტორიული შანსი, რომ გაემიჯნოთ ივანიშვილის რეჟიმს. თქვენ ყველას უნდა აჩვენოთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი უფრო მაღლა დგას, ვიდრე არაფორმალური მმართველი. 

თქვენ უნდა სძლიოთ პირად წყენას და საჯაროდ დაგმოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წამება.

იმის გამო, რომ დიქტატორის სამსახურში ჩამდგარი პოლიტიზირებული სასამართლო არასოდეს არ იქნება სამართლიანობის გარანტია, თქვენ დღეს თქვენს თავზე უნდა აიღოთ მართლმსაჯულის ფუნქციაც და: უნდა შეიწყალოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი!!! 

თქვენ უნდა გადაარჩინოთ დემოკრატია საქართველოში. მხოლოდ ამ შემთხვევაში დავრწმუნდებით, რომ თქვენ არ ხართ ივანიშვილის თანამოაზრე, რომელიც ძალით მიათრევს ჩვენს ქვეყანას რუსულ ორბიტაზე და გვაბრუნებს ბნელ წარსულში. 

ეს არის თქვენი კონსტიტუციური და ადამიანური ვალდებულება", - აღნიშნულია ღია წერილში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FGovgia%2Fposts%2F4779591062061710&show_text=true&width=500" width="500" height="316" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>