კელი დეგნანი - ამას თუ ვერ დაინახავენ, ისინი ინვესტირებისთვის სხვაგან წავლენ

გასაოცარია, რატომ გრძელდება მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, როდესაც საქართველოს ლიდერებმა აღიარეს, რომ მეტი სამუშაო არის ჩასატარებელი გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ღირსეული მართლმსაჯულების უზრუნველყოფისთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე თქმით, დანიშვნის პროცესის გაგრძელებით იმედგაცრუებული არიან.

"ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გრძელდება. საქართველოს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ არის მართლმსაჯულების რეფორმის გაგრძელების საჭიროება, რასაც საქართველო აკეთებს ბოლო 15 წლის განმავლობაში. მათ მოილაპარაკეს და შეთანხმდნენ საგზაო რუკაზე ამ რეფორმასთან დაკავშირებით 19 აპრილის შეთანხმებაში. ეს არის ძალიან სასარგებლო საგზაო რუკა, რომლის ყველა ელემენტი ეფუძნება საერთაშორისო და ადგილობრივი სამართლის ექსპერტთა რეკომენდაციებს.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უმრავლესობა მოთხოვნილი იყო პარლამენტის მიერ. ასე რომ, ეს ფაქტობრივად არის საერთაშორისო რეკომენდაციები საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად, რომელიც პარლამენტმა თავად ითხოვა. გასაოცარია, რატომ გრძელდება დანიშვნის პროცესი, როდესაც საქართველოს ლიდერებმა აღიარეს, რომ მეტი სამუშაო არის ჩასატარებელი გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ღირსეული მართლმსაჯულების უზრუნველყოფისთვის, რასაც იმსახურებს საქართველოს მოსახლეობა.

ჩვენ განცხადებაში ნათლად აღვნიშნეთ, რომ გთხოვთ განახორციელეთ აუცილებელი სამუშაო, რათა საუკეთესოდ გაუმჯობესდეს მართლმსაჯულების სისტემა, საუკეთესოდ იყოს უზრუნველყოფილი, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის გადაწყვეტილებები ეფუძნებოდეს გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებას, ღირსებას და მიუკერძოებლობას.

დღეს ამერიკულ სავაჭრო პალატაში საუბარი შესანიშნავი მაგალითია, რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი. ბიზნესინვესტორებს, განსაკუთრებით უცხოელ ინვესტორებს, სურთ იცოდნენ, რომ ეს არის მაღალი დონის სათამაშო მოედანი, როდესაც ჩამოდიან საქართველოში ინვესტირებისთვის. მათ სურთ, იცოდნენ, რომ მათ კონტრაქტებზე აპელაცია იქნება მიუკერძოებელ სასამართლოში და შეძლებენ გამჭვირვალე სამართლებრივი პროცესის უზრუნველყოფას, თუ ექნებათ მსგავსი შემთხვევა. ამას თუ ვერ დაინახავენ, ისინი ინვესტირებისთვის სხვაგან წავლენ. ჩვენი საელჩო აქტიურად მუშაობს საქართველოში ინვესტიციების გასაზრდელად ეკონომიკის სტიმულირებისთვის და სამუშაო ადგილების შესაქმნელად. აქ გადამწყვეტი როლი ეკისრება სამართლიან, მიუკერძოებელ და გამჭვირვალე სასამართლოს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები