მიხეილ სააკაშვილი - ეს არის ტრაგედია, ამას როგორ უნდა ვუყუროთ ყველამ წყნარად და მივიღოთ როგორც მოცემულობა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მისი ხელისუფლების დროს გაკეთებულ საქმეებზე ისაუბრა.

სააკაშვილის თქმით, მისი ხელისუფლების მიზანი იყო, რომ რეგიონები განვითარებულიყო, სწორედ ამ მიზნით მოხდა ქუთაისში პარლამენტის და ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს გადატანა.

"რამდენიც არ უნდა გადაწეროთ ისტორია, ბათუმი არის მიხეილ სააკაშვილის აშენებული. რომ დამცლოდა ლაზიკა იქნებოდა უკვე აშენებული და იქნებოდა ყველაზე ბრწყინვალე პორტი შავი ზღვის. ქუთაისი პრაქტიკულად ახალ ქალაქად იქცა. ჩვენი კონცეფცია იყო, რომ რეგიონები უნდა განვითარდეს, ქუთაისელები უნდა ამაყობდნენ, რომ ძალიან მაგარ ქალაქში ცხოვრობენ და არა რაღაც ჩამორჩენილ ადგილზე, რომელიც პრაქტიკულად სოფლად აქციეს და პარლამენტთან ძოვენ ძროხები. იმიტომ გადავიტანეთ იქ პარლამენტი", - განაცხადა სააკაშვილმა.

მესამე პრეზიდენტმა კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა ტრაგედია ხდება ქვეყანაში, რომელიც ერთ დროს, კარგად დიდი ხნის განმავლობაში, იყო მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკური რეფორმატორი მსოფლიო ბანკის მონაცემებით. 

"დღეს ჩვენ ვართ პირველი სიკვდილიანობით კოვიდით, ჩვენ ვიყავით მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკური რეფორმატორი. ჩვენ ვიყავით მსოფლიოში ყველაზე მზარდი ეკონომიკური განვითარებით ქვეყანა, რომელშიც 4-ჯერ გაიზარდა ეკონომიკა ჩემი პრეზიდენტობის დროს. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ, დოლარების გამოხატულებაში ეკონომიკა გაიზარდა 0 პროცენტით. საქართველომ დაკარგა ბოლო ცხრა წელი, მთლიანად გადაყარა, იმიტომ, რომ 9 წელიწადში, ომის პირობებში, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ჩვენ გავიზარდეთ 4-ჯერ. ევროპული დოვლათი გაიზარდა 4-ჯერ, საქართველოს ბიუჯეტი გაიზარდა 12-ჯერ, ხელფასები და პენსიები გაიზარდა 10-ჯერ. ხოლო შემდეგ 9 წელიწადში, ხელფასები პრაქტიკულად შემცირდა, იმიტომ, რომ ვალუტის კურსი დავარდა და ეკონომიკა არ გაზრდილა არცერთი პროცენტით. ეს არის ტრაგედია, ამას როგორ უნდა ვუყუროთ ყველამ წყნარად და მივიღოთ როგორც მოცემულობა", - განაცხადა სააკაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები