სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება

სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიები დღეს, 15:00 საათზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქციას - "სუს-ტემა უნდა დაინგრეს" გამართავენ. 

აქციის ორგანიზატორები არიან მოძრაობა "სირცხვილია", "დროა", "გირჩი-მეტი თავისუფლება", "ლელო", "მელიები", "შეცვალე".

“ქართული ოცნება” ძალაუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხარჯზე ინარჩუნებს. მმართველ პარტიასთან შეზრდილი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელსაც 6 წელიწადში 800 მილიონი გადავუხადეთ, ტოტალური მოსმენებითა და თვალთვალით აკონტროლებს ჩვენს თითოეულ ნაბიჯს. 2021 წლის არჩევნები არა ცესკო-მ, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა. ყველაფერი, რაც აქამდე საბჭოთა წარსულის განუყოფელი ნაწილი გვეგონა, ხელისუფლებამ რეალურ ცხოვრებაში გაგვიცოცხლა.

ვიკრიბებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. ვაპროტესტებთ სუს-ის უკანონო, ამორალურ და ღირსების შემლახველ საქმიანობას. 30 ნოემბერი, 15:00 საათი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (ვაჟა-ფშაველას გამზირი N72) სუს-ტემა უნდა დაინგრეს!", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები