სასამართლოსთან გუშინ სპეციალური დანიშნულების რაზმები რეგიონებიდან ჩამოიყვანეს

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მისული ადამიანების წინააღმდეგ ხელისუფლებამ სპეციალური დანიშნულების რაზმები რეგიონებიდან, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზთან არსებული საგუშაოგოებიდან  ჩამოიყვანა, - ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.

როგორც ერგნეთის მცხოვრები გიორგი კასრაძე აცხადებს, თბილისიდან სპეცრაზმი მხოლოდ გვიან ღამით დააბრუნეს. 

"სპეცრაზმელები, რომლებიც წესით რუსი აგრესორებისაგან უნდა იცავდნენ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას, გადმოსროლილი ყავდათ თბილისში და ძალას იყენებდნენ სამოქალაქო აქტივისტების წინააღდეგ. იმ აქტივისტების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთის ვიბრძვით. სპეცრაზმელები საღამოს დააბრუნებს საგუშაგოზე", - განაცხადა გიორგი კასრაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები