ზაზა სარალიძე - ვიღაცები მომიგზავნეს და ცოლ-შვილის გაუპატიურებით და რაღაცებით მემუქრებიან

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე კრიტიკული პოსტების დაწერის გამო "ვიღაცები მიუგზავნეს" და დაემუქრნენ.

"დღეს კიდევ ერთი ბიძა დავასაფლავე, რის გამოც დაიმსახურა ღარიბაშვილმა ჩემი შეურაცხყოფა და დაიმსახურებს ყოველთვის, რამდენი ადამიანიც გარდაიცვლება დღეში კოვიდით. ეს არის პირდაპირ ღარიბაშვილის პასუხისმგებლობა. ღარიბაშვილი არის ერთი დიდი ოჯახის ხელმძღვანელი. როცა ოჯახის ხელმძღვანელის დაუდევრობით ადამიანი კვდება, ვის კისერზეა? ეს არის, რა თქმა უნდა, ოჯახის უფროსის კისერზე.

ძალიან ბევრი ნათესავი დავკარგე, ამან გამოიწვია ჩემი გაღიზიანება ღარიბაშვილის მიმართ და იმის მაგივრად, ჩემთვის ეკითხათ, რა მოხდა, ვიღაცები მომიგზავნეს და ცოლ-შვილის გაუპატიურებითა და რაღაცებით მემუქრებიან. ესენი არიან არანორმალურები", - განაცხადა სარალიძემ "ტვ პირველის" ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები