ნიკა მელია - თუ ისინი საერთაშორისო საზოგადოებას ეტყვიან, რომ მორიგ ჯერზე თაღლითობენ, "ნაციონალური მოძრაობა" შესაბამის ნაბიჯს გადადგამს

მმართველი პარტია საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისთვის თუ კონკრეტულ თარიღს არ დაასახელებს, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტს დატოვებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების დეკემბრის ბოლომდე  მიღება სრულიად შესაძლებელია. 

"საკონსტიტუციო ცვლილების 2 დამატებითი კენჭისყრით მიღება სრულიად რეალისტურია. ამიტომ  ველოდებით პასუხს პარლამენტის თავმჯდომარისგან, კალენდარს შემოგვთავაზებს, გვეტყვის გაწერილად, როდის მიიღებს მეორე  და მესამე მოსმენით ცვლილებას, თუ ისიც კობახიძის მსგავს განცხადებას გააკეთებს. თუ ისინი საერთაშორისო საზოგადოებას ეტყვიან, რომ მორიგ ჯერზე თაღლითობენ, "ნაციონალური მოძრაობა" შესაბამის ნაბიჯს გადადგამს", - განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები