როგორ შეძლო კოსოვომ კორონავირუსთან გამკლავება -კოვიდის ერთეული შემთხვევა და მინიმუმამდე დაყვანილი გარდაცვალება

კორონავირუსის გავრცელება ბალკანეთის ქვეყნებში სულ უფრო მატულობს, თუმცა კოსოვოში ინფიცირებულების რაოდენობის მკვეთრი კლებაა. 30 ნოემბერს ქვეყანაში სულ 8 ინფიცირებული გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 ადამიანი, თუმცა კოსოვოში ხშირია დღეები, როცა ინფექციისგან არავინ იღუპება. 

ადგილობრივი ეპიდემიოლოგი სალიჰ აჰმეთი ამბობს, რომ სპეციალისტებს ვირუსთან ბრძოლაში იმუნიზაციის მაღალი მაჩვენებელი ეხმარებათ, აგრეთვე - ის, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ახალგაზრდაა. 

ნოემბერში პრემიერ-მინისტრმა ალბინ ქურთიმ განაცხადა, რომ ზრდასრული მოსახლეობის 64% მინიმუმ 1 დოზით არის აცრილი. 2 ნოემბრიდან კოსოვოში 12 წლის ზემოთ მოზარდებსაც ცრიან. 

აგვისტოში ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მწვავე იყო - დღეში 3 ათასზე მეტი ინფიცირების მაჩვენებლით. რაც შეეხება ახლანდელ მდგომარეობას, პრემიერის თქმით, ვირუსისთვის დამახასიათებელი მშვიდი პერიოდი უნდა გამოიყენონ ახალი „ტალღებისთვის“ მოსამზადებლად. 

კოსოვოს მოსახლეობას ვაქცინაცია წინასწარი ჯავშნის გარეშე, საცხოვრებელ სახლთან, უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში შეუძლიათ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები