კახა ქემოკლიძე - გიორგი გახარია აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში, როდესაც დუმს ადამიანი, ძალიან საინტერესოა ყოველთვის

გიორგი გახარია არ გაუჩინარებულა, ის ყოველდღიურად საქმიანობს და აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა კახა ქემოკლიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ქემოკლიძე განმარტავს, პარტია „საქართველოსთვის“ აქტიური პოლიტიკური ცხოვრებისთვის და „ქართული ოცნების“ საბოლოო დამარცხებისთვის ემზადება.

"გიორგი გახარია არ გაუჩინარებულა, ის ყოველდღიურად საქმიანობს და ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობს. მიმდინარე პროცესები გვაქვს სხვადასხვა რეგიონში. გვიახლოვდება ახალი საკრებულოების სამუშაოების პირველი დღეები, შესაბამისად ის აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში. სხვა მნიშვნელოვანს საკითხებთან დაკავშირებით ის დუმს და ჩემი აზრით, ეს დუმილიც ნიშანდობლივი და ამავდროულად ძალიან საინტერესოა. დუმილზე ცნობილი ამერიკული გამოთქმა მახსენდება, რომლის თანახმად, ყოველთვის უნდა უფრთხილდე მდუმარე კაცს, როდესაც სხვები საუბრობენ, ის უყურებს, როდესაც სხვები მოქმედებენ, ის გეგმავს, ხოლო როდესაც სხვები ისვენებენ, ის უტევს. ამიტომ, როდესაც დუმს ადამიანი ძალიან საინტერესოა ყოველთვის. შესაბამისად, ჩვენ ვემზადებით აქტიური პოლიტიკური ცხოვრებისთვის და „ქართული ოცნების“ დამარცხებისთვის საბოლოო ჯამში”, - აცხადებს ქემოკლიძე.

მისივე თქმით, პარტია შეტევისთვის ემზადება.

„ჩვენ ვემზადებით ყოველთვის შეტევისთვის, რადგან პოლიტიკური პროცესები გვავალდებულებს შეტევების მომზადებას. პროცესი ისე მიდის, რომ საქართველო ძალიან არასწორი მიმართულებით მიდის და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ამის ნათელი დადასტურებაა. ერთ-ერთია კოვიდი - დღეში 70 ადამიანი კვდება. გიორგი გახარიამ პრემიერობისას კოვიდთან ბრძოლა რომ დაიწყო ეს ბრძოლა იყოს ყველაზე გავლენიანი ავტორიტეტული და საერთაშორისო სამედიცინო პერსონალის, მეცნიერ მუშაკების და პოლიტიკური ლიდერების მიერ აღიარებული. ამ კაცმა შეძლო ის რაც სრულიად საქართველოს მთავრობამ დღეის მოცემულობით ვერ შეძლო. დღეს პრაქტიკულად გვაქვს „მიშვება“ ხელისუფლების მხრიდან და 70 ადამიანი კვდება. 12 000 ადამიანი არის გარდაცვლილი. კოვიდთან დაკავშირებით, ძალიან კარგად გამოჩნდა რა იყო სწორი მენეჯმენტი, რამდენი ადამიანი გადარჩა და რამდენი დაიღუპა ახლა“, - განაცხადა ქემოკლიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები