ირაკლი კობახიძე - მათ უნდა შეცვალონ თავისი დღის წესრიგი, რიტორიკა, უნდა თქვან უარი რევოლუციაზე, რიგგარეშე არჩევნებზე, აქციებზე

მათ უნდა შეცვალონ თავისი დღის წესრიგი, რიტორიკა, უნდა თქვან უარი რევოლუციაზე, რიგგარეშე არჩევნებზე, აქციებზე, როგორი მცირერიცხოვანიც არ უნდა იყოს ეს ყველაფერი - ეს არის მოთხოვნების ჩამონათვალი, რასაც  "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების სანაცვლოდ უყენებს. 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, კატეგორიულად არ ეთანხმება ოპოზიციის მესიჯს, რომ ისინი საპარლამენტო ცხოვრებაში მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის დროს ჩაერთვებიან. 

"საჭიროა, რომ ოპოზიციური პარტიები დასხდნენ პარლამენტში და მათ უნდა აჩვენონ განგრძობითად რაღაც რაციონალური პერიოდის განმავლობაში, რომ მათ სურთ ჩაერთონ საპარლამენტო და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ ყველაფერს სჭირდება დამტკიცება. მათ უნდა შეცვალონ თავისი დღის წესრიგი, რიტორიკა, უნდა თქვან უარი რევოლუციაზე, რიგგარეშე არჩევნებზე, აქციებზე, როგორი მცირერიცხოვანიც არ უნდა იყოს ეს ყველაფერი.

ამის შემდეგ უნდა ჩაერთონ საპარლამენტო ცხოვრებაში და დავუკვირდეთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მათი მესიჯი იყო, რომ ისინი არ აპირებდნენ ჩართვას საპარლამენტო ცხოვრებაში, ერთადერთი, რაშიც მიიღებდნენ მონაწილეობას, ეს არის კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, - "დიდი ბოდიში!" - არის ჩვენი პასუხი ამაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები