მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა პროკურორის აცილება მოითხოვეს

თქვენ წარმოადგენთ პროპაგანდას და არა სახელმწიფო ბრალდებას -  ასე მიმართა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარეს.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა პროკურორ გიორგი მუჯირის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რადგან მათი განცხადებით, ისინი თავიანთ განცხადებებში ეწევიან პროპაგანდას და არა ფაქტების მოყვანას. 

"პრობლემა ის კი არ არის, რომ გაფლანგვის ფაქტები მოეყვანა პროკურორს, პროკურორი რასაც აკეთებს, ამას ქვია პოლიტიკური კონტექსტის გამოყენება სამართლებრივი მიზნებით. ორმა პროკურორმა თქვა, რომ ეს იყო საჭირო მაყურებლისთვის აღქმის სიმძაფრის განსახორციელებლად, ამიტომ ვითხოვ აღნიშნული საქმიდან მუჯირის ჩამოცილებას"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ. 

ადვოკატ შოთა თუთბერიძის განცხადებით, პროკურორები საზოგადოებაზე აღქმის სიმძაფრის გაძლიერებას მიზმიმართულად ახდენენ.

"პროკურორების მიერ ყოველ წინადადებაში ჩასმა სიტყვა ბოტოქსის და სიტყვა ფუფუნები იმიტომ კი არ ხდება, რომ მათ გრამატიკასთნ აქვთ პრობლემა, არამედ იმიტომ რომ ეს სიტყვები დარჩეს საზოგადოებას მეხსიერებაში, ამიტომ არიან ისინი პროპაგანტისტები და არა სახელნმწიფო დაცვის ბრალდების წარმომადგენლები", - განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები