ახალ ბულვარში შტორმის შედეგად დაბინძურებული სანაპირო ზოლის დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს

ახალ ბულვარში შტორმის შედეგად დაბინძურებულ სანაპირო ზოლს დილიდან ასუფთავებენ. ადგილზე მუშაობს რამდენიმე ერთეული სპეციალური ტექნიკა და მობილიზებულია ბათუმის ბულვარისა და შპს „სანდასუფთავების“ სამსახურის თანამშრომლები. შტორმის შედეგად ძირითადად ქვა-ღორღით დაიფარა ახალი ბულვარის რამდენიმე მონაკვეთი, სადაც არსებული საბაღე ინფრასტრუქტურა უმოკლეს ვადებში იქნება აღდგენილი.

"სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მეორე დღეა ინტენსიურად მიმდინარეობს. საგანგებო რეჟიმზეა გადასული საქალაქო მუნიციპალური სამსახურები და ბათუმის ბულვარის მობილური ჯგუფები. ამ ეტაპისათვის მნიშვნელოვანი ზარალი არ გვაქვს, თუმცა, დაზიანებული მცირე საპარკე ინფრასტრუქტურის აღდგენა ოპერატიურლად უმოკლეს დროში მოხდება“- განაცხადა ბათუმის ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სოფიო ლაზიშვილმა.

სრულმასშტაბიანი გაწმენდითი ღონისძიებები ორი დღის განმავლობაში დასრულდება. ამ დროისათვის სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობა არ ფიქსირდება.

მსგავსი სიახლეები